...

პოდოლსკი: "ეს ფილმის მსგავსი იყო"

გერმანიის ეროვნული ნაკრების აწყოფილმა შემტევმა და გუშინდელი საღამოს მთავარმა გმირმა, ლუკაშ პოდოლსკიმ, ემოციური კომენტარი გააკეთა.

31 წლის გერმანელმა სანაკრებო კარიერა ევრო 2016-ს შემდეგ დაასრულა, მაგრამ ინგლისთან ამხანაგური თამაშისთვის საგანგებოდ დაბრუნდა, რადგან ეს მისი გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იყო.

პოლდიმ "ბუნდესნაკრების" მაისურით საიუბილეო 130-ე თამაში ულამაზესი გატანილი გოლით აღნიშნა, რომელმაც თავის გუნდს გამარჯება მოუტანა - 1:0.

"ეს დიდებული ფილმის მსგავსია. ჩვენ 1:0 მოვიგეთ და ის ერთადერთი ბურთი სწორედ მე გავიტანე.

ვიცი, რომ მაქვს მარცხენა ფეხი, რომელიც სავარაუდოდ ღმერთმა საჩუქრად მიბოძა, და მასზე საყრდნობა ნებისმიერ მომენტში შემიძლია. ამ ბოლო 13 წელიწადით უბრალოდ ვამაყობ.


სტადიონზე არსებული ატმოსფეროდან კარგად ჩანდა თუ როგორი კავშირი მაქვს კიოლნელ ფანებთან. დორტმუნდში კიოლნიდან დაახლოებით 30 ათასი მაყურებელი იყო.

ძალიან სასიამოვნოა როდესაც იცი თუ სად არის შენი სახლი და იაზრებ, რომ მინდორის მიღმაც ბევრი კარგი რამ გააკეთე. ამით ძალიან ვამაყობ და ვხარობ.

რა მითხრა ჯო ჰარტმა? მან თქვა, რომ ეს იყო დედისმ***ნელი ბრწყინვალე დარტყმა.


"მინდა, რომ მადლობა გადავუხადო ყველა გულშემატკივარს, რომლებიც მთელი 13 წლის განმავლობაში მხარს მიჭერდნენ. მადლობა გერმანული ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც გუნდზე ბევრს მუშაობდა.

ბოლოს კი მადლობა ჩემს ოჯახს: მშობლებს, ცოლსა და შვილებს. დღეს მინდა, რომ მადლობა ყველას გადავუხადო. მადლობა დორტმუნდს, კიოლნს და სრულიად გერმანიას!", - აცხადებს ლუკაშ პოდოლსკი.

პოლდი ეროვნული ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან იცავდა. ის გერმანიის ნაკრების ისტორიაში მესამე საუკეთესო ბომბარდირია (49 გოლი) და ჩატარებული მატჩების რაოდენობითაც (130) მესამე პოზიციას იკავებს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Hansi
Hansi | 23 მარტი 2017 17:39
ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა ლუკასმა heart_eyes ჰარტმაც კი მიულოცა sunglasses
Guest Mapa T.Dig
Guest Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 12:54
I don’t feel up to cleaning the house.
Быстрый Московский холодильников ремонт дешево в Митино
Not enough said, but. Do you like fights?
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა