...

ლეგიონი: ალაბამ და ტიაგომ მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვეს

გუშინ საღამოს ევროპის ზონაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი განახლდა და სამი ჯგუფის ცხრა მატჩი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას მიუნხენის "ბაიერნის" ორი მოთამაშე იღებდა.

კაპიტანი დავიდ ალაბა


"რეკორდმაისტერის" 24 წლის მარცხენა მცველმა გუშინ ისტორიული მატჩი ჩაატარა, რადგან საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სამკლაური პირველად მოირგო. ავსტრიელებმა ვენაში მოლდოვას უმასპინძლეს და უიღბლო პირველი ტაიმის შემდეგ, რომლის დროსაც "არწივებმა" უამრავი მომენტი შექმნეს, ალაბამ ბურთი ხარიხასაც კი გაარტყა, მაგრამ გოლს ვერაფრით იტანდნენ, მასპინძლებმა ნავსი ბოლოსკენ მაინც გატეხეს.

ანგარიში თავური დარტყმით მარსელ ზაბიტცერმა გასხსნა, რამდენიმე წუთში კი მარტინ ჰარნიკმა უპირატესობა ორამდე გაზარდა - 2:0. ალაბამ ჩინებული მატჩი ჩაატარა, თანაც მარცხენა მცველის პოზიციაზე, მისმა გუნდმა კი საჭირო გამარჯვება მოიპოვა, 7 ქულა დააგროვა და ჯგუფის ლიდერ ირლანდიას უკვე 4 ქულით ჩამორჩება.

ტიაგო ნაკრებშიც ბრწყინავს


"ბაიერნის" ესპანელმა ლეგიონერმა, ტიაგო ალკანტარამ კი, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ, შესანიშნავი თამაში აჩვენა, ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. დავიდ ალაბას მსგავსად, შეხვედრის დებიუტში, ბურთი ხარიხას ტიაგომაც გაარტყა. "ფურია როხამ" რთული პირველი ტაიმი ჩაატარა, რადგან სტუმრები თამამად მოქმედებდნენ და მომენტებს ქმნიდნენ, მაგრამ ესპანეთმა საწყისი 45 წუთი დავიდ სილვასა და ვიტოლოს გოლებით მოიგო.

მეორე ნახევარში კი ტიაგომ კუთხური ჩინებულად მოაწოდა, მის ამ პასს კი დიეგო კოშტა გამოეხმაურა და ანგარიში გამანადგურებელი გახადა. ისრაელებმა რაფაელოვის გოლით უპასუხეს, ბოლოს კი საბოლოო ანგარიში ისკომ დააფიქსირა - 4:1. ტიაგოსთვის ეს წარმატებული მატჩი იყო, სამაგიეროდ, "ბაიერნის" კიდევ ერთმა ესპანელმა ლეგიონერმა, ხავი მარტინესმა, მთელი თამაში სათადარიგო სკამზე დაჰყო.

ესპანეთის ნაკრებმა ამ გამარჯვების შემდეგ G ჯგუფში 13 ქულა დააგროვა და იტალიის ეროვნულ გუნდს მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო უსწრებს.

ჩილემ ვიდალის გარეშე წააგო

არტურო ვიდალი კი ჩილეს ეროვნულ გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაეხმარა. ხუან ანტონიო პიცის გუნდმა ბუენოს აირესში ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა და არგენტინასთან 0:1 დამარცხდა. ერთადერთი ბურთი პენალტით ლიონელ მესიმ გაიტანა.

არგენტინელებმა ამ გამარჯვებით ჩილეს გადაასწრეს და 22 ქულით მეოთხე ადგილზე დამკვიდრდნენ. ჩილეს ეროვნულ გუნდს კი 20 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზე იმყოფება. მუნდიალზე პირდაპირ ოთხი გუნდი გადის, მეხუთე ადგილოსანი კი მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისათვის ოკეანეთის წარმომადგენელთან ფლეი-ოფის სისტემით იბრძოლებს. скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
robbery007
robbery007 | 25 მარტი 2017 12:02
ძალიან კარგად ამუშავებულა ეს გვერდი ადმინ ჯიგარი ხარ ;)
Hansi
Hansi | 25 მარტი 2017 17:10
გერმანიამ ხვალ თათრებს უნდა მოუგოს stuck_out_tongue_winking_eye რომ პირველები იყვნენ ჯგუფში, წაუგებელი სერიით
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 06:23
I don’t have the heart to tell him that he wasn’t accepted, he’ll be so unhappy.
http://www.gorodservis.ru/nazvan-Electrolux.html
Just gone crazy or something. The little Charlie was hiding under the table.
Olga Y.neump
Olga Y.neump | 1 ოქტომბერი 2017 22:28
Публикующий справедлив, интересная мысль контента, на сайте я читал что то аналогичное Мастер холодильник Cavanova Жуковский
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა