...

პრევიუ: აზერბაიჯანი - გერმანია

დღეს საღამოს გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ თამაშს ჩაატარებს და სტუმრად მოძლიერებულ აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

აზერბაიჯანი - გერმანია

ჩემპიონატი: მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი, V ტური
თარიღი: 26 მარტი, 20:00 საათი
სტადიონი: ტოფიგ ბახმაროვის რესპუბლიკური არენა, ბაქო
მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)
პირდაპირი ტრანსლიაცია: Матч! Футбол 1

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


აზერბაიჯანის ეროვნულმა გუნდმა, ყველასათვის მოულოდნელად, მუნდიალის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყო და საწყის ოთხ ტურში 7 ქულა მოიპოვა, რაც ჩინებული მაჩვენებელია. აზრბაიჯანელებმა საწყის ტურებში სან მარინო და ნორვეგია 1:0 დაამარცხეს, შემდეგ სტუმრად ჩეხეთთან უგოლო ფრე გააგორეს და ბოლოს ჩრდილოეთ ირლანდიასთან სტუმრად განადგურდნენ (0:4). თუმცა აზერბაიჯანი ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს და მეორეზე მყოფ ჩრ.ირლანდიას მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩება. გუნდის მთავარი მწვრთნელი 48 წლის ხორვატი სპეციალისტი, რობერტ პროსინეცკი გახლავთ, რომელიც გერმანიაში დაიბადა და აზერბაიჯანის ნაკრებს 2014 წლიდან წვრთნის. პროსინეცკიმ შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და მისი გუნდი პროგრესირებს. აზერბაიჯანის ნაკრები ხელწამოსაკრავი ძალა არ არის, დღეს კი უბრალოდ მაქსიმუმის გაკეთებას და გერმანელებისთვის ცხოვრების გართულებას ეცდება.


გერმანიის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფანტასტიკურად გამოიყურება და გოლს არ უშვებს. 22 მარტს, ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც დორტმუნდში გაიმართა, ლუკაშ პოდოლსკის გაცილება შედგა და 31 წლის გერმანელმა ეროვნულ ნაკრებში უკანასკნელი მატჩი ულამაზესი გამარჯვების გოლით დააგვირგვინა. პოლდიმ 130-ე შეხვედრაში 49-ე ბურთი გაიტანა და სანაკრებო კარიერა ლამაზად დაასრულა. ახლა კი "ბუნდესნაკრები" მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს უბრუნდება, რომლის საწყისი ოთხი შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო. იოახიმ ლიოვის გუნდმა ბოლო შეხვედრაში სან მარინო სტუმრად 8:0 გააცამტვერა და სერჟ გნაბრიმ დებიუტი ჰეთ-თრიქით აღნიშნა. ამჯერად გნაბრი გამოძახებული არ არის, რადგან ტრავმირებულია, სამაგიეროდ, ლიოვმა სხვა ახალგაზრდა ტალანტებს უხმო, მათ შორის ნიკოლას ზიულეს, იოზუა კიმიხს, ლეროი სანეს, იულიან ბრანდტს. ინგლისთან ამხანაგურ შეხვედრაში გერმანიის ნაკრებმა არც ისე კარგი ფეხბურთი აჩვენა, ამიტომ დღეს რეაბილიტაციას ბაქოში ეცდება. "ბუნდესთიმი" ჯგუფს დამაჯერებლად ლიდერობს, მაგრამ მოთამაშეები მაინც მოტივირებულები და მონდომებულნი იქნებიან, რადგან წარმატებული სერიის გაგრძელება სურთ. დორტმუნდში ახალგაზრდა ტიმო ვერნერმა კუნთის ტრავმა მიიღო და ის უკვე "ლაიფციგს" დაუბრუნდა, ამიტომ თავდასხმაში მარიო გომესის გამოჩენაა მოსალოდნელი. გარდა ამისა, იულიან ვაიგლს აქვს მცირე პრობლემა, ამიტომ თავის კუთვნილ ადგილს მოედნის ცენტრში სემი ხედირა დაიკავებს.

გერმანიის ნაკრები ფავორიტია, მაგრამ ბაქოში აზერბაიჯანელები ყველაფერს დადებენ, რათა ნამდვილი სენსაცია გამოაცხონ.

სავარაუდო შემადგენლობები

აზერბაიჯანი: აგაიევი - მირზაბეკოვი, ჰუსეინოვი, სადიგოვი, მედვედევი - ქარაიევი - ისმაილოვი, ნაზაროვი, ამირგულიევი, ქურბანოვი - რამაზანოვი.

გერმანია: ტერ შტეგენი - კიმიხი, ჰიოვედესი, ჰუმელსი, ექტორი - ხედირა, კროოსი - მიულერი, იოზილი, დრაქსლერი - გომესი.

საინტერესო ფაქტები

  • გერმანიისა და აზერბაიჯანის ეროვნული გუნდები აქამდე ერთმანეთს ოთხჯერ დაუპირისპირდნენ, ოთხივეჯერ ოფიციალურად და ოთხივეჯერ "ბუნდესთიმმა" იმარჯვა (15:2-ზე ბურთების სხვაობა).

  • 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში გერმანიამ აზერბაიჯანი გასვლაზე 2:0, შინ კი 4:0 დაამარცხა. 

  • შემდეგ კი მათი გზები 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაიკვეთა. "ბუნდესნაკრებმა" საკუთარ მოედანზე მეტოქე 6:1 გაანადგურა, სტუმრად კი 3:1 იმარჯვა.

  • მიროსლავ კლოზემ ამ ოთხ თამაშში 5 ბურთის გატანა მოახერხა, მაგრამ მან სანაკრებო კარიერა უკვე დაასრულა.

  • მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს საშინაო არენაზე ოთხმატჩიანი დაუმარცხებელი სერია (2 მოგება, 2 ფრე) აქვს.

  • სამაგიეროდ, იოახიმ ლიოვის გუნდმა მუნდიალის შესარჩევ ციკლში ზედიზედ 10 გასვლითი მატჩი მოიგო, დამარცხებით კი არასოდეს დამარცხებულა (20 მოგება, 6 ფრე).

  • მიმდინარე შესარჩევში თომას მიულერმა 4 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის ნაკრები პრევიუ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 12 აპრილი 2017 09:37
He is a big shot around here.
http://www.gorodservis.ru/nazvan-indesit.html
Not enough said, but. What is the most interesting building in the world?
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა