მიუნხენელები ლივერპულთან დამარცხდნენ

მიუნხენელები ლივერპულთან დამარცხდნენ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში ერთმანეთს "ბაიერნი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. თამაში მიუნხენში, "ალიანც არენაზე" გაიმართა.

მატჩი მშვიდად დაიწყო, მიუნხენელები შედარებით აქტიურნი ჩანდნენ, თუმცა სისწრაფე აკლდათ. ნეიტრალურ მაყურებელს ეს თამაში დიდად არ მიიზიდავდა, რომ არა - პირველი გოლი. ვან დეიკმა თავისი ნახევრიდან ისროლა ბურთი, რომლის მარტივად მოგერიებაც შეეძლო რაფინიას, ამ უკანასკნელმა კი, რომელიც დისკვალიფიცირებული იოზუა კიმიხის ნაცვლად გამოდიოდა მოედანზე, ბურთი მანეს ჩააბარა. მიუხედავად ამისა, ეს ეპიზოდი არ იყო უიმედო "ბაიერნისთვის", თუმცა მეორე შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა - მანუელ ნოიერმა გადაწყვიტა, კარი დაეტოვებინა და ასე დახმარებოდა გუნდს. საბოლოოდ კი, სადიო მანემ ცარიელ კარში შეძლო გოლის გატანა.რამდენიმე წუთის შემდეგ მატიპმა ავტოგოლი მიიწერა და ანგარიში გათანაბრდა.

მეორე ტაიმი "ბაიერნის" ფეხბურთელებისთვის უიღბლო აღმოჩნდა. ვან დეიკმა შეძლო მიუნხენელების კარში მეორე ბურთის შეგდება. სალაჰმაც გამოღვიძება გადაწყვიტა და მისი გადაცემული ბურთით მანემ დუბლი გაიფორმა. თამაშის მთელი ინტრიგა მოკვდა.

მიუნხენელები სახლში ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ და დაემშვიდობნენ ჩემპიონთა ლიგას.


14-03-2019, 06:05
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0