...

ნოიერი ვარჯიშებს დაუბრუნდა

დღეს მიუნხენის "ბაიერნმა" ზებენერ შტრასზე ღია ვარჯიში ჩაატარა და ბუნდესლიგის მომდევნო მატჩისათვის, შინ "აუგსბურგის" წინააღმდეგ, დაიწყო მზადება.

"რეკორდმაისტერს" სანაკრებო პაუზის შემდეგ იოზუა კიმიხი, მატს ჰუმელსი, თომას მიულერი და მანუელ ნოიერი დაუბრუნდნენ, მაგრამ იომ, თომასმა და მატსმა დღეს მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშეს, იუბილარი მანუ კი გუნდს შეუერთდა.

31 წლის გერმანელმა ბარძაყის პრობლემების გამო ეროვნული ნაკრების თამაშები გამოტოვა, მაგრამ უკვე სრულ მზადყოფნაშია, ამიტომაც კლუბის პირველივე ვარჯიშზე ბოლომდე დაიხარჯა.

ეს კი ძალიან სასიამოვნო ინფორმაციაა, რადგან "ბაიერნი" ამ უქმეებზე აპრილის ურთულეს თვეს იწყებს, როდესაც ამ ეტაპზე სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მატჩებს ჩაატარებს.

"რეკორდმაისტერს" გერმანელები უკვე დაუბრუნდნენ, უახლოეს დღეებში კი ეროვნული გუნდებიან ლეგიონერებიც დაბრუნდებიან.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მანუელ ნოიერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა