ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩემპიონთა ლიგის დაბრუნების თარიღი ოფიციალურად დაადასტურა.
1/8 ფინალური ეტაპის განმეორებითი თამაშები 7-8 აგვისტოს გაიმართება. ხსენებული მატჩები კლუბების კუთვნილ სტადიონებზე გაიმართება.
ამის შემდგომ კი სტარტს აიღებს ე.წ. რვათა ფინალი, სადაც დარჩენილი გუნდები 1/4 ფინალში ერთმატჩიან დაპირისპირებას გამართავენ.
ზემოხსენებული ყველა შეხვედრა პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიმართება. 1/4 ფინალი 12 აგვისტოს აიღებს სტარტს, ფინალი კი 23 აგვისტოს გაიმართება.