...

ანჩელოტი: "მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა ბაიერნისთვის მოვიგო"

უეფამ მიუნხენის "ბაიერნის" დამრიგებელთან, კარლო ანჩელოტისთან, ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც იტალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

პაპა კარლომ ზინედინ ზიდანთან ურთიერთობა გაიხსენა, საკუთარ კარიერულ გადაწყვეტილებებზე, აგრეთვე მიუნხენსა და მის წინამორბედ პეპ გვარდიოლაზე, ბოლოს კი "ბაიერნთან" ერთად მთავარი მიზანიც დაასახელა.

თქვენ ზინედინ ზიდანს "იუვენტუსში" 1999-2001 წლებში ავარჯიშებდით. წარმოიდგენდით, რომ ის მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ასეთ წარმატებას მიაღწევდა?

"ის უკვე დიდებული მწვრთნელია. ყოველთვის ვამბობდი, რომ მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ კარგი მწვრთნელი გახდეს, მაგრამ ქვევიდან დაიწყო. ის ჯერ ჩემი ასისტენტი იყო, შემდეგ კი კასტილიაში ("რეალის" მეორე გუნდი) მუშაობდა. როდესაც მთავარი მწვრთნელი ხდები, შენი, როგორც ფეხბურთელის გამოცდილება, მხოლოდ ცოტათი არის მნიშვნელოვანი, რადგან ბევრი გაქვს სასწავლი, საკუთარი გამოცდილება გაქვს დასაგროვებელი, რაც ზიდანმა გააკეთა. მას მოთამაშეები დიდ პატივს სცემენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია."

ინგლისი, ესპანეთი, საფრანგეთი და ახლა გერმანია - რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთის ახალი კულტურის გაცნობა, როგორც პიროვენულად, ისე კარიერულად?

"ცოტა ვღელავდი, როდესაც 2009 წელს იტალია პირველად დავტოვე, მაგრამ თავს ყველგან კომფორტულად ვგრძნობდი, სადაც მივედი. მჯერა, რომ მოტივაცია რწმენას გმატებს. ახალი ენის სწავლა, ახალი კულტურის გაცნობა, ახალი ტრადიციები, ახალი მოთამაშეები - ეს სასიამოვნო გამოწვევებია. ეს ჩემთვის არის და იქნება საინტერესო გამოცდილება.

ბავარიაში რაღაცეები იტალიის მსგავსია. მიუნხენი ძალიან სუფთა ქალაქია, სადაც კანონს ყველა ემორჩილება. ეს მშვიდი ქალაქია. ხალხი კი შენს პირად ცხოვრებას პატივს სცემს. ყოველთვის საჯარო თვალის ქვეშ არ იმყოფები, ამიტომ მშვიდად ცხოვრება შეგიძლია."

მანამ, სანამ "ბაიერნს" ჩაიბარებდით, გარკვეული დრო ვანკუვერში გაატარეთ. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს?

"მქონდა შესაძლებლობა, რომ ერთწლიანი პაუზა ამეღო და ასეც მოვიქეცი, რადგან 20 წლიანი მუშაობის შემდეგ ვისწავლე, რომ დასვენება აუცილებელია. თუმცა მთელი წელი ფეხბურთის ყურებაში გავატარე."

სანამ გუნდს ჩაიბარებდით, ხომ არ შეისწავლეთ "ბაიერნის" თამაში პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით?

"დიახ, მაგრამ ზოგიერ მოთამაშეს მანამდეც ვიცოდი და მათი მოქმედებებით აღფრთოვანებული უკვე ვიყავი. როდესაც მოვედი, გუნდი ბევრ რამეს ძალიან კარგად აკეთებდა და ახლაც ასეა. გვარდიოლას მიერ შესრულებული სამუშაო ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ყოველ მწვრთნელს თავისი ფილოსოფია გააჩნია. ჩემი მიზანი კი ის არის, რომ გუნდის კარგი მხარეები შემენარჩუნებინა. ვცდილობ, რომ "ბაიერნი" უფრო შემტევი გუნდი იყოს და ბურთს უფრო ხშირად ფლობდეს. ჩვენ დროის დიდ ნაწილს ბურთთან ერთად უკვე ვატარებთ, მაგრამ მინდა, რომ ეს უფრო შემტევი გზით გავაკეთოთ."

თქვენ ჩემპიონთა ლიგა ერთხელ მოთამაშის, ხოლო სამჯერ მთავარი მწვრთნელის რანგში გაქვთ მოგებული. როგორ იცლვება სიტუაცია, როდესაც ფლეი-ოფის ეტაპი იწყება?

"ეს განსხვავებული ეტაპია, რადგან გამოსათვლელი ბევრი არაფერია. როგორც მე ვისწავლე, მხოლოდ საკუთარ ძალებზე უნდა გააკეთ აქცენტი. გონივრულად უნდა იმოქმედო და ხასიათი გამოავლინო. თუ ამას გააკეთებ, მაშინ წარმატების დიდი შანსი გაქვს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მაინც ძალიან რთული, დაძაბული ტურნირია.

ამ ტიტულის კიდევ ერთხელ მოგება ჩემთვის განსაკუთრებული იქნება, მით უმეტეს, ამ გუნდთან ერთად. კლუბი ბოლო წლებში ფინალთან ძალიან ახლოს იყო და მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა სწორედ მათთვის მოვიგო."

თქვენ "ბაიერნის" თავკაცი ხართ, ამავდროულად, ანტონიო კონტე "ჩელსის" ხელმძღვანელობს...რატომ ხართ იტალიელი სპეციალისტები ასეთი წარმატებულები?

"იტალიური მწვრთნელების სკოლა ძალიან ინოვაციურია, როდესაც საქმე სწორედ განათლებას ეხება. იტალიაში ძალიან, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და საჭირო გამოცდილება დავაგროვე. იტალიური საფეხბურთო სკოლა მატჩისათვის მოსამზადებელ ეტაპზე უფრო კრეატიული და მრავალფეროვანია, რომელიც აუცილებლად გამოგადგება."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა