ალაბა დილემის წინაშე დგას

ალაბა დილემის წინაშე დგას

მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" მცველი, დავიდ ალაბა კლუბის დატოვებასთან ახლოს არის. თუმცა, ავსტრიელი ფეხბურთელი ახლა გარკვეული დილემის წინაშე დგას.

უკვე ცნობილია, რომ 28 წლის ფეხბურთელის მთავარი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და წელიწადში 20 მილიონი ევროს მიღებაა, თუმცა, "რეკორდმაისტერს" ამ თანხის გადახდა არ შეუძლია.

გაყიდვის შემთხვევაში "ბაიერნს" ალაბას სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს მიღება სურს, ამ თანხის გადასახდელად კი "პსჟ", "სიტი" და "ჩელსი" მზად არიან. თუმცა, თავად ავსტრიელს ჩამოთვლილ კლუბებში წასვლა არ სურს.

ალაბას მიზანი კარიერის ესპანეთში, კერძოდ კი "რეალში" ან "ბარსელონაში" გაგრძელებაა. ფეხბურთელის შეძენის სურვილი ამ კლუბებსაც აქვთ, თუმცა, პრობლემას ფინანსური საკითხი წარმოადგენს.

საბოლოო ჯამში კი ვიღებთ იმას, რომ ალაბას სასურველ კლუბებს მისი და "ბაიერნის" ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეუძლიათ, იმ კლუბში გადასვლა კი, რომლებსაც ამის შესაძლებლობა აქვთ, თავად ფეხბურთელს არ სურს.


16-07-2020, 00:45
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0