FIFAFrance Football ბაიერნის წინააღმდეგ  როგორ იჩაგრებიან მიუნხენელები ოქროს ბურთის ჯილდოსთვის ბრძოლაში

FIFAFrance Football ბაიერნის წინააღმდეგ როგორ იჩაგრებიან მიუნხენელები ოქროს ბურთის ჯილდოსთვის ბრძოლაში

გუშინ ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წელს ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია არ გაიმართება და შესაბამისად, ტიტულიც არავის გადაეცემა. მიზეზად კი კორონავირუსისგან გამოწვეული საფეხბურთო პაუზა გახლავთ.

ამ ფაქტმა "ბაიერნის" ფანებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ეს სრულიად ლოგიკურიც არის, რადგან, წელს ჯილდოს მოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სწორედ რობერტ ლევანდოვსკი განიხილებოდა. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მიუნხენელი მოთამაშე ამ ტიტულისთვის ბრძოლაში იჩაგრება. გადავხედოთ ისტორიას.

21-ე საუკუნის დასაწყისი "რეკორდმაისტერის" ლეგენდის, ოლივერ კანისთვის ნამდვილი ზენიტი გახლდათ. გუნდმა მასთან ერთად მოიგო ბუნდესლიგა და რაც ყველაზე მთავარია, ჩემპიონთა ლიგა. ტიტანი გუნდის უდაო ლიდერი გახლდათ და ამაზე აბსოლუტურად ყველა სტატისტიკა მოწმობს.

"ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში მადრიდის "რეალისგან" და "მანჩესტერისგან" 4 თამაშში მხოლოდ 2 გოლი მიიღო, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ კანმა შეიტანა. რაც შეეხება ფინალურ მატჩს, ეს გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო ბენეფისი მეკარეების მხრიდან ფინალების ისტორიაში. ტიტანმა პენალტების სერიაში სამი დარტყმა მოიგერია და თანაც აქედან 2 იმ დროს, როდესაც "ვალენსია" გატანის შემთხვევაში ტიტულს იგებდა, მესამე სეივის შემდეგ კი "ბაიერნმა" დაისაკუთრა ჩემპიონობა.

გერმანიაში კლუბმა ურთულესი ბუნდესლიგა მოიგო ბოლო ტურში. კანი, რა თქმა უნდა, სეზონის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა და რაც ყველაზე მთავარია, წლის საუკეთესო გერმანელ ფეხბურთელად დასახელდა. თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ მიღწევების მიუხედავად ოქროს ბურთის ჯილდო საბოლოოდ მაიკლ ოუენმა დაისაკუთრა. პოზიციით ფორვარდი ფეხბურთელის ანგარიშზე ამ წელს მხოლოდ 31 გოლი იყო და ამ შედეგით 5 საუკეთესო ბომბარდირშიც კი არ შედიოდა. რაც შეეხება ტიტულებს - ასოციაციის თასი, ინგლისის თასი და უეფას თასი, რაც დამეთანხმებით, უმაღლესი სინჯის ტიტულებში არ გადის.

ამ ყველაფრის ფონზე კანმა ოქროს ბურთის მოგება ვერ მოახერხა. მეტიც, მან მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა ზემოხსენებული ოუენისა და "რეალის" ლეგენდის, რაულის შემდგომ.

ახლა დროა გადმოვინაცვლოთ 2013 წელში, სადაც სიტუაცია დაახლოებით იდენტურია, თუმცა, იცვლებიან მოქმედი პირები. 2012/13 წლების სეზონის მიუნხენის "ბაიერნი" ერთ-ერთი საუკეთესოა კლუბის ისტორიაში. გუნდმა ტრებლის მოპოვება მოახერხა და სრული, 6 ტიტულის მოსაგებად მხოლოდ გერმანიის სუპერთასი დააკლდა. "რეკორდმაისტერი" გასაოცარ ფეხბურთს თამაშობდა და ამაში უდიდესი წვლილი ფრენკ რიბერის შეჰქონდა.

ფრანგი ვინგერის მეთაურობით გუნდმა ჯერ საკმაოდ ძლიერი "არსენალი" დაიფრინა ლიგის 1/8 ფინალიდან, ამის შემდგომ "იუვენტუსის" ჯერი დადგა, ნახევარფინალში კი ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი და ორმატჩიან დუელში შვიდბურთიანი სხვაობით დამარცხებული "ბარსა" ვიხილეთ. გუნდმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო გერმანიის ბუნდესლიგაც, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო კი, რა თქმა უნდა, რიბერის ერგო. ფრენკი ასევე საუკეთესოდ დასახელდა უეფას სუპერთასის შეხვედრაშიც.

ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ UEFA-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ფრენკ რიბერი აღიარა. ფრანგმა მოთამაშემ ლეო მესისა და კრისტიანო რონალდუს საგრძნობლად გაასწრო. ყველაფერი მოასწავებდა იმისკენ, რომ წლის ბოლოს ფრენკი ნანატრ ოქროს ბურთს ჩაიგდებდა ხელში, თუმცა, საბოლოოდ Fifa-მ და France Football-მა გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის მიხედვითაც ხმის მიცემის პროცედურამ გარკვეული ვადით გადაიწია.

ამ პერიოდში სანაკრებო მატჩები ტარდებოდა, სადაც რონალდუს პერფორმანსის წყალობით პორტუგალიამ შვედეთსს ძლია და მუნდიალის საგზური მოიპოვა. ამ თამაშებმა, რა თქმა უნდა, დიდი ზეგავლენა იქონია ფსიქოლოგიურად საზოგადოებაზე და მივიღეთ ის, რომ რიბერიმ ოქროს ბურთის გამოკითხვაში საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა და 4%-ით ჩამორჩა პორტუგალიელს. არადა, UEFA-ს გამოკითხვაში, რომელიც დაახლოებით 2 თვით ადრე ჩატარდა, ფრანგმა ორჯერ უფრო მეტი ხმა მიიღო, ვიდრე რონალდუმ და მესიმ ერთად.

და ბოლოს, მოვაღწიეთ უკვე 2020 წლამდე, რომელიც ჯერ კიდევ დასრულებული არ არის და წინასწარი პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია, თუმცა, უდაოა, რომ ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი სწორედ "ბაიერნის" ლიდერი, რობერტ ლევანდოვსკია.

ფეხბურთის ორი ტიტანიდან (კრისტიანო რონალდუ, ლეო მესი), არცერთს არ აქვს იდეალური სეზონი. არგენტინელი ლეგენდა, წელს უტიტულო სეზონს ჩაატარებს, თუ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, რაც დიდი ალბათობით ასეც მოხდება. რაც შეეხება რონალდუს, მისმა "იუვენტუსმა" იტალიის თასის ფინალი დათმო, ხოლო ევროტურნირებზე მთავარ ფავორიტად ნამდვილად არ განიხილება.

ამ ყველაფრის ფონზე, ბევრი ფიქრობდა, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ახალ სახეებს ვნახავდით, მაგალითად, კევინ დე ბრუინისა და რობერტ ლევანდოვსკის სახით. თუმცა, ფრანგულმა გამოცემამ სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო და წელს ტიტული საერთოდ აღარ გაიცემა. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში შეთქმულების თეორიის მოყვარულ ადამიანებს ბევრ კითხვას უჩენს - ებრძვის თუ არა განგებ France Football და Fifa მიუნხენის "ბაიერნს".


22-07-2020, 01:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0