...

10 კანდიდატი მეკარის პოზიციაზე

2017 წლის ზაფხული მიუნხენის "ბაიერნისათვის" ძალიან აქტიური უნდა იყოს, რადგან გუნდს სერიოზული ცვლილებები სჭირდება, მათ შორის კარის ხაზზე.

რა თქმა უნდა, მანუელ ნოიერის ადგილს არაფერი ემუქრება, 31 წლის გერმანელი ფორმაშია და თავის პოზიციაზე მსოფლიოში უძლიერესია, მაგრამ მას ახალი დუბლიორები სჭირდება.

ვეტერანი ტომ შტარკე, რომელიც 36 წლის არის, კარიერას ასრულებს, მეორე მეკარე სვენ ულრაიხი კი საკუთარი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მეტი სათამაშო პრაქტიკა სურს. მოსალოდნელია, რომ "ბაიერნს" ულრაიხიც დატოვებს ანუ გუნდს ორი ახალი სარეზერვო მეკარე სჭირდება, ნუ ერთი ყველა ვარიანტში.

მაშ ასე გთავაზობთ 10 ყველაზე კარგ და რეალურ ალტერნატივას, რომელიც შესაძლოა "ბაიერნმა" გამოიყენოს. ვნახოთ ვინ შეიძლება გახდეს მანუ ნოიერის ახალი შემცვლელი.

რენე ადლერი - ჰამბურგი (კონტრაქტი იწურება)


32 წლის გერმანელი გოლკიპერი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და "ბაიერნის" მისი დამატების საშუალება უფასოდ ექნება. თავის დროზე რენე ადლერი გერმანიის ეროვნული ნაკრების პირველი ნომერი იყო და მანუელ ნოიერმა სწორედ მისი ადგილი დაიკავა, რომელიც შემდეგ უკვე აღარ დათმო. ადლერი საოცარი მონაცემების მქონე გოლკიპერია, რომელსაც უბრალოდ ძალიან არ გაუმართლა და ტრავმების გამო მისი კარიერა ისეთი ვერ გამოვიდა, როგორიც უნდა ყოფილიყო. რენეს ლევერკუზენის "ბაიერში" ფანტასტიკური წლები აქვს გატარებული, მაგრამ უმაღლესი კლასის მოთამაშედ მაინც ვერ იქცა. ადლერი "ჰამბურგის" ღირსებას 2012 წლიდან მოყოლებული იცავს და "დინოზავრების" საიმედო კარის დარაჯია, რომელიც ახლა მშვენიერ ფორმაში იმყოფება. მეორე ნომრის კვალობაზე რენე ადლერი მართლაც შესანიშნავი ვარიანტია, თანაც ის მანუელ ნოიერს აუცილებლად ღირსეულ კონკურენციას გაუწევს და ნებისმიერ დროს მზად იქნება დიდი მანუს შესაცვლელად. ადლერისა და ნოიერის თანდემი თუ აღსდგება ეს "ბაიერნისთვის" ალბათ საუკეთესო ვარიანტი იქნება.

გილერმო ოჩოა - გრანადა (კონტრაქტი იწურება)



2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთმა საუკეთესო გოლკიპერმა, გილერმო ოჩოამ, კარიერა ვერაფრით აიწყო და ახლა ესპანეთის ლა ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერის ღირსებას იცავს. 31 წლის მექსიკელს საოცარი რეაქცია, ნახტომი აქვს და კარის ხაზზე მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ თავისი გუნდი ვერაფრით იპოვა. საოცარი მუნდიალის შემდეგ მან "მალაგაში" ვერაფერი გააკეთა, ახლა კი "გრანადასთან" ერთად სეგუნდაში ვარდება, სადაც მისნაირი მეკარის ადგილი ნამდვილად არ არის. ოჩოა თავის დროზე "აიაჩოს" არანორმალური თამაშით საფრანგეთის ლიგა 1-ში უნარჩუნებდა ადგილს, ახლა კი სეივების რაოდენობით ლა ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეულია. ოჩოას მართლაც საოცარი შესაძლებლობები აქვს და ზაფხულში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ნოიერის დუბლიორის რანგში მისი ხილვა მართლაც მშვენიერი იქნება. დარწმუნებული ვარ, მისი საოცარი სეივები ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ დღემდე ყველას კარგად ახსოვს.

იკერ კასილასი - პორტუ (კონტრაქტი იწურება)


აქ უკვე სახელი თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს - დიდი იკერ კასილასი, რომელიც ახლა "პორტუს" ღირსებას იცავს და ფანტასტიკურ ფორმაშია, მაგრამ კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და სავარაუდოდ, ახალ კარიერულ გამოწვევას მიირებს. 35 წლის ლეგენდარული ესპანელი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს დაგროვებული, ნოიერის იდეალური შემცვლელი იქნება, მაგრამ საკითხავია დასჯერდება თუ არა იკერი სათადარიგო მოთამაშის როლს? თუმცა, მეორე მხრივ, ის მადრიდის "რეალში" დიეგო ლოპესის დუბლიორი უკვე იყო, ამიტომ გამორიცხული და სათაკილო არც არაფერია. კასილასს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, ყველანაირი ტიტული მოგებული აქვს, ამიტომ მისი ყოფნა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვისაც სასარგებლო იქნება და ნოიერისთვისაც, რომელსაც მოდუნების საშუალება საერთოდ არ ექნება. კასილასის "ბაიერნის" მაისურით ხილვა მართლაც დიდებული რამ იქნება, მაგრამ ამის შანსები ძალიან ცოტაა.

ვიქტორ ვალდესი - მიდლსბრო (კონტრაქტი 2018 წლამდე)


წლების წინ ვიქტორ ვალდესი კატალონიის "ბარსელონას" საიმედო კარის დარაჯი იყო, მაგრამ ის უხეში და უაზრო შედომებით გამოირჩეოდა. 2014 წლის შემდეგ კი ესპანელის კარიერა ძალიან აირ-დაირია. იყო "მანჩესტერ იუნაიტედში" გაფლანგული პერიოდი, შემდეგ ასევე გაუგებარი მოგზაურობა ბელგიაში, სადაც "სტანდარტის" ღირსებას იცავდა და ახლა ის "მიდლსბროშია", სადაც ნორმალურად გამოიყურება. შესაძლოა, ვალდესი იდეალური ვარიანტი არ იყოს, მაგრამ სათადარიგო მეკარის კვალობაზე ცუდი ალტერნატივა ნამდვილად არ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვალდესს უდიდესი გამოცდილება აქვს და ჩემპიონთა ლიგის ტიტული სამჯერ აქვს მოგებული.

სერხიო რომერო - მანჩესტერ იუნაიტედი (კონტრაქტი 2018 წლამდე)


არგენტინის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი "მანჩესტერ იუნაიტედში" დავიდ დე ხეას შემცვლელია და მხოლოდ სათასო ტურნირებზე (ევროპის ლიგა, ინგლისის თასები) თამაშობს. რომერომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაამტკიცა, რომ საკმაოდ საიმედო და ძლიერი გოლკიპერია, თანაც ამავდროულად, არც ისე ამბიციური, რადგან "წითელ ეშმაკებში" მეორე ნომრის სტატუსს უპრობლემოდ ეგუება. სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მან მანუ ნოიერის დუბლიორობაზეც არ თქვას უარი და "ბაიერნის" მეკარის პოზიცია გააძლიეროს. მისი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ რომეროს გაყიდვის წინააღმდეგი არც ინგლისური გრანდი იქნება, რომელიც ამ შემთხვევაში ფინანსურ მოგებას ნახავს.

დიეგო ბენალიო - ვოლფსბურგი (კონტრაქტი 2019 წლამდე)


33 წლის შვეიცარიელი გოლკიპერი წლების განმავლობაში "ვოლფსბურგის" ღირსეული კარის დარაჯი და კაპიტანი იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში ძირითადში ადგილი დაკარგა. "მგლების" პირველი ნომერი კოენ კასტეელსია და ბელგიელი არც თუ დამაჯერებელია, ამიტომ "ვოლფსბურგის" ლეგენდარულ მეკარეს თავისი პოზიციის დაბრუნების შანსი ჯერ კიდევ აქვს. სწორედ ამიტომ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე "ბაიერნში" გადმოვა, მაგრამ "რეკორდმაისტერისთვის" ბენალიო კარგი ვარიანტი იქნებოდა. დიეგო ძალიან გამოცდილია და ბუნდესლიგაში 150-ზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული.

მარტინ სტეკელენბურგი - ევერტონი (კონტრაქტი 2019 წლამდე)


2010 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ახლა "ევერტონის" მეორე მეკარეა და "ბაიერნში" იგივე სტატუსს დიდი სიამოვნებით მოირგებდა. სტეკელენბურგი ამსტერდამის "აიაქსში" ბრწყინავდა და 2009-2012 წლებში ჰოლანდიის ნაკრების ძირითადი გოლკიპერი იყო, რომელმაც სამხრეთ აფრიკის მუნდიალი შესანიშნავად ჩაატარა. თუმცა "რომაში" გადასვლის შემდეგ მისი კარიერა დეგრადაციისაკენ წავიდა და მარტინმა საკუთარი შესაძლებლობები გაანიავა. ახლა ჰოლანდიელი უკვე 34 წლის არის, მაგრამ ფიზიკურად საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და ზაფხულში შესაძლოა ლივერპულული კლუბი დატოვოს, რადგან სათამაშო პრაქტიკა თითქმის არ აქვს.

სტივ მანდანდა - კრისტალ პალასი (კონტრაქტი 2019 წლამდე)


სტივ მანდანდა რვა წლის განმავლობაში მარსელის "ოლიმპიკის" საიმედო, სტაბილური კარის დარაჯი იყო, რომელიც ამავდროულად საფრანგეთის ეროვნული ნაკრების გოლკიპერი და უგო ლორისის დუბლიორია. ევროპის ვიცე-ჩემპიონმა "მ.ოლიმპიკი" გასულ ზაფხულს დატოვა და "კრისტალ პალასში" გადაბარგდა, სადაც ქომაგების გული მალევე მოიგო, მაგრამ ნოემბერში მუხლის სერიოზული დაზიანება მიიღო და რამდენიმე თვე გამოტოვა. 32 წლის ფრანგი "არწიების" სასტარტო შემადგენლობიდან ოუენ ჰენესიმ ამოაგდო, ამიტომ მანდანდას კლუბის დატოვება და ახალი გამოწვევის მიღება სურს. "ბაიერნისთვის" გამოცდილი ფრანგი იდეალური კანდიდატურა იქნებოდა, მაგრამ შესაძლოა სტივს მეორე მეკარის სტატუსი სულაც არ აკმაყოფილებს, თანაც მისით "ლივერპულიც" ინტერესდება, რომელსაც მეკარის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვს.

სამირ ჰანდანოვიჩი - ინტერი (კონტრაქტი 2019 წლამდე)


სამირ ჰანდანოვიჩი უკვე 5 წელია მილანის "ინტერის" პირველი ნომერი და იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია. თუმცა როგორც იტალიური პრესა იტყობინება, მილანური გრანდი ახალ მეკარეს ეძებს და შესაძლოა ზაფხულში კეილორ ნავასი გადაიბიროს, ამიტომ 32 წლის სლოვნიელის პოზიციები კლუბში შეირყა. სწორედ ამიტომ, ჰანდანოვიჩის წასვლა რეალურია, მისი კლასი და გამოცდილება კი საკმაოდ მაღალი. თუ სამირ ჰანდანოვიჩი მანუელ ნოიერის დუბლიორობას დათანხმდება, ეს შესანიშნავი ტრანსფერი იქნება, რადგან სლოვენიელი მართლაც ძალიან ძლიერი და საიმედო მეკარეა.

რონ-რობერტ ცილერი - ლესტერი (კონტრაქტი 2020 წლამდე)


რონ-რობერტ ცილერი ინგლისის პრემიერ ლიგაში სულ სხვა იმედებით მიდიოდა, მაგრამ უნიჭიერესმა გერმანელმა ინგლისის მოქმედი ჩემპიონის მაისურით მიმდინარე სეზონში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და აშკარად კასპერ შმეიხელის ჩრდილში იმყოფება. 28 წლის რონ-რობერტ ცილერი ბუნდესლიგიდან გავარდნილ "ჰანოვერს" გაექცა, მაგრამ "ლესტერ სიტიში" მისი კარიერა მხოლოდ უარესობისკენ წავიდა, ამიტომ გერმანიის ნარკების ყოფილი მეკარე ბუნდესლიგაში დაბრუნებით წესით მოხარული უნდა დარჩეს. "ბაიერნი" მის გადაბირებას ჯერ კიდევ სამი წლის წინ ცდილობდა, მაგრამ მაშინ "რეკორდმაისტერმა" პეპე რეინას ვარიანტი ამჯობინა, ვნახოთ რა მოხდება ახლა, როდესაც "რეკორდმაისტერს" კვლავ მეორე მეკარე სჭირდება. ცილერი ნოიერის ღირსეული და საინტერესო შემცვლელი იქნებოდა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მანუელ ნოიერი ბლოგი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Hansi
Hansi | 15 აპრილი 2017 18:07
რენე ადლერია ნომერი 1 ვარიანტი. საინტერესო დიბლი იქნება. თამამად ანდობ კარს. deu
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა