...

ბაიერნმა ლევერკუზენში ქულები დაკარგა

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 29-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ლევერკუზენში ფრედ 0:0 ითამაშა და ზედიზედ მეორე გასვლითი მატჩი ვერ მოიგო.

კარლო ანჩელოტიმ მადრიდის "რეალთან" საპასუხო თამაშის წინ ლიდერები დაასვენა და გადახალისებული შემადგენლობა დააყენა. შეხვედრა დაბალ ტემპში დაიწყო და "ბაიერნმა" მხოლოდ ტაიმის ბოლოს გამოიღვიძა, როდესაც სამი კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ ძალიან არ გაუმართლა.

შესვენების შემდეგ "რეკორდმაისტერის" უპირატესობა უფრო სერიოზული გახდა და 59-ე წუთისთვის "ბაიერი", ტინ იედვაის გაძევების შემდეგ, მოედანზე ათი კაცით დარჩა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა მიუნხენელებმა მეტოქის დაცვის ხაზი ვერ გატეხეს და ლევერკუზენში ზედიზედ მესამე თამაში გატანილი გოლის გარეშე დაასრულეს.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნი" ახლა "ლაიფციგს" არა 10, არამედ 8 ქულით უსწრებს, მაგრამ ეს არაფერია. მთავარი მატჩი რამდენიმე დღეში გაიმართება და საბედნიეროდ, დღეს დაზიანება არავის მიუღია.

ბაიერი - ბაიერნი

გაფრთხილება: არანგისი (37'), იედვაი (50'), იედვაი (59').
გაძევება: იედვაი (59').

ბაიერი: ლენო - ჰილბერტი, იედვაი, თოფრაქი, ვენდელი - ბაუმგარტლინგერი, არანგისი (დრაგოვიჩი 62') - კამპლი, ჰავერტცი (ბაილი 88'), ბრანდტი (ბელარაბი 66') - ფოლანდი.

ბაიერნი: ნოიერი - რაფინია, მარტინესი (ლამი 72'), ალაბა, ბერნატი - კიმიხი, ვიდალი - კომანი (ალონსო 70'), ტიაგო, დუგლას კოშტა (რობენი 60') - მიულერი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა