...

მადრიდში კაშაი იმსაჯებს

ისე, როგორც 2011/12 წლების სეზონში, მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" საპასუხო დაპირისპირებას, უნგრელი არბიტრი ვიქტორ კაშაი განსჯის.

გუშინ უეფამ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრებზე მსაჯები დანიშნა და გაირკვა, რომ ხვალ საღამოს "სანტიაგო ბერნაბეუზე" 41 წლის კაშაი იმუშავებს.

ეს კი "ბაიერნისთვის" კარგი სიახლეა, რადგან 2012 და 2013 წლებში მიუნხენური კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე სწორედ უნგრელმა მიაცილა.

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, 2012 წელს, "რეალისა" და "ბაიერნის" საპასუხო ნახევარფინალური თამაში, რომელიც მადრიდში 2:1 დასრულდა და პენალტების სერიაში იუპ ჰაინკესის გუნდმა მოიგო (3:1) სწორედ ვიქტორმა განსაჯა.

მომდევნო სეზონში კი მან უკვე "ბაიერნისა" და "ბარსელონას" პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაზე იმუშავა, რომელიც მიუნხენელებმა შინ 4:0 მოიგეს.

ზოგადად კი ვიქტორ კაშაი საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური არბიტრია, რომელსაც 2011 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც კი აქვს ნამუშევარი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ვიქტორ კაშაი ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა