4 ვარიანტი ვინ შეცვლის პავარს ჩემპიონთა ლიგაზე

4 ვარიანტი ვინ შეცვლის პავარს ჩემპიონთა ლიგაზე

მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა დაზიანება მიიღო, რის გამოც ის გუნდს ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ვერ დაეხმარება.

გერმანულმა გამოცემა Bild-მა ჩამოწერა რამდენიმე ვარიანტი იმისა, თუ როგორ შეუძლია ჰანს ფლიკს ახალგაზრდა ფრანგი მცველის ჩანაცვლება.

პირველ რიგში ეს გახლავთ იოზუა კიმიხი. მოგეხსენებათ, გერმანელი ფეხბურთელი თავდაპირველად სწორედ მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა და საკმაოდ კარგადაც გამოსდიოდა.

ასევე, ამ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს ლუკას ერნანდესსაც. 2017 წელს "ატლეტიკოს" რიგებში ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში "რეალის" წინააღმდეგ ფრანგმა სწორედ მარჯვენა მცველის როლი მოირგო.

მესამე ფეხბურთელი, ვისი ნდობაც ასევე შეიძლება ალვარო ოდრიოსოლაა. თუმცა, ახალგაზრდა ესპანელს სათამაშო დრო ძალიან იშვიათად ეძლეოდა "ბაიერნის" რიგებში და რთული გასარკვევია, რამდენად კარგ ფორმაში შეხვდება ჩემპიონთა ლიგას.

და ბოლო მოთამაშე ამ პოზიციაზე კრის რიჩარდსი გახლავთ. თუმცა, მისი ხილვა ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა. 20 წლის ფეხბურთელს "ბაიერნის" რიგებში დებიუტი მიმდინარე სეზონში ჰქონდა და საეჭვოა, ენდობა თუ არა მას ლიგაზე ჰანს ფლიკი.


29-07-2020, 02:56
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0