...

"არაამქვეყნიური კლასიკო" რეალის გამარჯვებით დასრულდა

მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" დაპირისპირებას "ევროპული კლასიკო" ჰქვია, მაგრამ ის რაც რამდენიმე წუთის წინ "სანტიაგო ბერნაბეუზე" ვიხილეთ არაევროპული, არანორმალური, არაამქვეყნიური რამ იყო - ნამდვილი საფეხბურთო დრამა, ბრწყინვალე სანახაობითა და დაძაბულობით.

"რეკორდმაისტერმა" პირველი თამაში შინ 1:2 წააგო და მადრიდში ორი ბურთის გასატანად ჩავიდა და "რეალი" მზად დახვდა. გერმანელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და "ბერნაბეუზე" თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ კედლებში, მაგრამ "სამეფო კლუბი" ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდა. დაახლოებით მე-20 წუთიდან თამაში უკვე გათანაბარდა და ესპანელებმაც შეუტიეს. საბოლოოდ კი ზინედინ ზიდანის გუნდმა მიზანს მიაღწია - დაცვაში საიმედოდ ითამაშა და საწყისი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა - ბურთს "ბაიერნი" ფლობდა, პირველი რეალური მომენტიც შექმნა და ამას საჯარიმოში არიენ რობენის წაქცევა მოჰყვა. კაზემიროსთან ორთაბრძოლაში ჰოლანდიელი დაეცა, მატჩის მთავარმა არბიტრმა, ვიქტორ კაშაიმ, კი პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. ბურთთან რობერტ ლევანდოვსკი მივიდა და რკინის ნერვები გამოავლინა - პირდაპირ ცენტრში, მაგრამ ზუსტად - 0:1 და "ბაიერნს" ერთი ბურთი მომდევნო ეტაპზე გაიყვანდა. ძალიან მალე რობენის ფანტასტიკური ჩაგდების შემდეგ არტურო ვიდალს საოცარი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჩილელმა კარს გადააცილა.

კარლო ანჩელოტის გუნდი კვლავ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ "რეალი" თავს იდეალურად იცავდა. საბოლოოდ კი ესპანელებმა დიდი ხნის წადილი აისრულეს - საკუთარი შანსი მიიღეს. კრიშტიანუ რონალდუ, რომელსაც "ბაიერნი" მთელი 75 წუთი კეტავდა, მცველებს მაინც დაუსხლტა, ლამს საჰაერთო დუელი მარტივად მოუგო და ნოიერს შანსები არ დაუტოვა - 1:1. თითქოს გერმანელები მორალურად რონალდუს კვლავ უნდა გაეტეხა, მაგრამ არა, უკვე ორ წუთში ესპანელები შეცდნენ და სერხიო რამოსმა ავტოგოლი გაიტანა - 1:2, ეს უკვე დამატებითი დროის მანიშნებელი იყო.

მაშინ, როდესაც "ბაიერნმა" იგრძნო შანსი, ფლობდა უპირატესობას და დამაჯერებლად მოქმედებდა, არტურო ვიდალმა თავისი არ მოიშალა - მიუხედავად გაფრთხილება ხისტ ორთაბრძოლაში წავიდა, სუფთად, ბურთზე ითამაშა, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი სხვაგვარად დაინახა - მეორე თამაშში მეორე გაძევება და "რეკორდმაისტერი" 30 წუთით მინდორზე 10 კაცით დარჩა. ძირითადი დრო 1:2 დასრულდა, დაინიშნა დამატებითი ტაიმები.

ყველაფერი იმას მოასწავლებდა, რომ "რეალს" უნდა დაეჭირა ბურთი და ათკაციანი "ბაიერნი" ბოლომდე გაეწურა, მაგრამ ეს ხომ "ბაიერნია!" 10 კაცით "წითლებმა" პირველი დამატებითი დროის პირველი 5 წუთი მეტოქის ნახევარზე გაატარეს, ხიფათიც კი შექმნეს და მთელი 14 წუთი იდეალურად იმოქმედეს. რა მოხდა შემდეგ? ის, რისგანაც არავინაა დაზღვეული...

...სათაური მატჩისშემდგომი ტექსტისთვის შემთხვევით არ შემირჩევია. მსაჯებზე ამბობენ, რომ ისინიც ადამიანები არიან, მაგრამ მადრიდში ხომ არაადამიანური, არაამქვეყნიური თამაში იყო. სეხიო რამოსის ჩაწოდების შემდეგ რონალდუ დაახლოებით მეტრიან ოფსაიდში იყო, მაგრამ მსაჯებმა ეს ვერ დაინახეს. პორტუგალიელმა მიიღო, გაისწორა და დუბლი გაიფორმა. ბოლო წუთზე, ეს მოხდა ბოლო წუთზე. მეორე დამატებითი ტაიმი უკვე ფორმალობა იყო, სადაც მარსელომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული დრიბლინგი განახორციელა, თითქმის მთელი "ბაიერნი" მოატყუა და რონალდუს მესამე ბურთიც გაატანინა. ამას მარკო ასენსიოს გოლიც მოჰყვა და საბოლოოდ - 4:2, ორი მატჩის ჯამში 6:3.

"ბაიერნმა" მადრიდში ღირსეულად იბრძოლა, ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, მაგრამ ცოტა არ გაუმართლა და რონალდუს ფაქტორმაც თავი იჩინა. ასეა თუ ისეა "რეკორდმაისტერისთვის" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი დასრულებულია, მაგრამ ჩვენი გუნდი მადლობის მეტს არაფერს იმსახურებს! მათ გმირობა ჩაიდინეს, რატომ? იმიტომ, რომ მადრიდში 10 კაცით მეტოქეს თამაში არ ჩაუკეტეს და საფეხბურთო სამყაროს ეს დაუვიწყარი მატჩი აჩუქეს.

რეალი 4:2 ბაიერნი (დ.დ.)

გოლები: 0:1 - ლევანდოვსკი (53' პენ.), 1:1 - რონალდუ (76'), 1:2 - რამოსი (78' ავტოგოლი), 2:2 - რონალდუ (104'), 3:2 - რონალდუ (109'), 4:2 - ასენსიო (112').
გაფრთხილება: კაზემირო (40') - ვიდალი (5'), ალონსო (70'), ჰუმელსი (75'), ვიდალი (84'), რობენი (101').
გაძევება: ვიდალი (84').

რეალი: ნავასი - კარვახალი, ნაჩო, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (კოვაჩიჩი 114') - ისკო (ლუკას ვასკესი 71'), ბენზემა (ასენსიო 64'), რონალდუ.

ბაიერნი: ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ვიდალი, ალონსო (მიულერი 75') - რობენი, ტიაგო, რიბერი (დუგლას კოშტა 71') - ლევანდოვსკი (კიმიხი 88').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჩემპიონთა ლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა