ფლიკი მხოლოდ მესიზე არ უნდა ვიფიქროთ

ფლიკი მხოლოდ მესიზე არ უნდა ვიფიქროთ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალური შეხვედრა შეაფასა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ გვინდოდა გამარჯვება, იქიდან გაგრძელება, სადაც გავჩერდით და ამ საღამოს სწორედ ეს გავაკეთეთ.

"ბარსელონასთან" თამაშისთვის ისე მოვემზადებით, როგორც ნებისმიერი სხვა მეტოქის შემთხვევაში. გვინდა, რომ საკუთარი ძალები კვლავ გამოვავლინოთ, 100%-თ ვიყოთ კონცენტრირებულები და ხარისხიანი თამაში დავდოთ.

მხოლოდ მესიზე არ გავაკეთებთ აქცენტს, თითოეული მოთამაშე უნდა გავითვალისწინოთ", - განაცხადა 55 წლის გერმანელმა სპეციალისტმა.

"რეკორდმაისტერმა" ინგლისელები სტუმრად 3:0 დამარცხების შემდეგ შინ 4:1 გაანადგურეს და მომდევნო ეტაპზე მარტივად გავიდნენ.

ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, 14 აგვისტოს, "ბაიერნი" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.


9-08-2020, 05:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0