...

ანჩელოტი: "კარგი თამაშით დაბრუნება გვსურს"

მიუნხენური გრანდის თავკაცი, კარლო ანჩელოტი, იმედოვნებს, რომ მისი გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ კარგი თამაშით დაბრუნდება.

ხვალ, გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის ეგიდით, "რეკორდმაისტერი" სტუმრად ფრანკფურტის "აინტრახტს" შეხვდება და გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

"კარგი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი თამაშით დაბრუნება გვსურს. სანაკრებო პაუზამდე გამართული ორი მატჩი არაინტენსიურად და სუსტად ჩავატარეთ.

თუმცა, ვფიქრობ, კარგად გავაანალიზეთ დაშვებული შეცდომები და ამაზე საკმარისად ვისაუბრეთ. "აინტრახტი" საკმაოდ კარგი გუნდია, ამიტომ მის წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იქნება.

არიენ რობენმა ყოველგვარი პრობლემების გარეშე ივარჯიშა, ამიტომ ხვალისთვის მზად იქნება. ბადშტუბერიც მწყობრშია. თუმცა, არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა სიტუაციაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ამიტომ მათ შესახებ ვერაფერს გეტყვით", - აღნიშნა პაპა კარლომ.

"ბაიერნმა" ბუნდესლიგის საწყის ექვს ტურში 16 ქულა მოაგროვა და ეროვნულ ჩემპიონატს სამქულიანი უპირატესობით ლიდერობს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
NikaAbra
NikaAbra | 15 ოქტომბერი 2016 12:55
იმედია დღეს დიდი ანგარიშით მოვიგებთ

----------
ნიკააბრა
Mapa T.Dig
Mapa T.Dig | 16 აპრილი 2017 01:58
I did my best to help him in his work.
ремонт холодильников
Badly written, but. Are you scared of rats?
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა