...

ნაგელსმანი: "ვაგნერის ადგილზე ბაიერნში არ გადავიდოდი"

"ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, საკუთარი გუნდის ცენტრალურ ფორვარდს, სანდრო ვაგნერს, მიუნხენურ კლუბში დაბრუნება არ ურჩია.

ვაგნერი "სოფლელების" მაისურით მიმდინარე სეზონში ჩინებულად გამოიყურება და გერმანული პრესის ინფორმაციით, "ბაიერნს" მისი გადაბირება სურს.

"ვიცი, რომ სანდროს "ბაიერნი" უყვარს, მაგრამ ამავდროულად ისიც კარგად ვიცი, რომ მას არ მოეწონება ასეთი მაღალი დონის კონკურენტის გამო სათადარიგო სკამზე ჯდომა.

გადაწყვეტილება მან თავად უნდა მიიღოს, მაგრამ ვაგნერის ადგილზე "ბაიერნში" არ გადავიდოდი. არ მჯერა, რომ ის იქ ძალიან ბედნიერი იქნება", - აღნიშნა ახალგაზრდა გერმანელმა სპეციალისტმა.

სანდრო ვაგნერმა მიმდინარე სეზონში სულ 28 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. მას "ბაიერნი" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად განიხილავს, რომელსაც ახლა საერთოდ არ ჰყავს გუნდში კონკურენტი.

29 წლის გერმანელი თავდამსხმელი სწორედ "ბაიერნის" აღზრდილია და 2007-08 წლების სეზონში ძირითად გუნდშიც ირიცხებოდა, მაგრამ მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა