ბაიერნი  ჩელსი ფეხბურთელების შეფასებები

ბაიერნი ჩელსი ფეხბურთელების შეფასებები

როგორც მოგეხსენებათ, “ბაიერნმა” გუშინ “ჩელსი” შინ, ალიანც არენაზე 4-1 დაამარცხა და მეოთხედ ფინალის საგზური გაინაღდა. ამ თამაშის დასკვნით, გერმანულმა გამოცემა “Onefootball“მა ფეხბურთელებს ქულები დაუწერა. (10 ყველაზე მაღალი, 1 ყველაზე დაბალი)

მანუელ ნოიერი: 6/10 გერმანიის ნაკრების პირველი ნომრისთვის, ეს არც თუ ისე კარგი საღამო გამოვიდა. მას წონდა რამოდენიმე პატარ შეცდომები და უჩვეულოდ ნერვიულობდა, ასევე უნდა ითქვას, რომ “რეკორდმაისტერის” სტაბილურმა დაცვამ, მას თავის გამოჩენის უფლება არ მისცა.

იოზუა კიმიხი: 7/10 იომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რა მაღალი დონის ნახევარმცველია, იმის მიუხედავად რომ მას მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოუწია თამაში, ის ხშირად მაინც ცენტრში იწეოდა და იქიდან სცდილობდა თამაშის წარმართვას.

ჟერომ ბოატენგი: 7,5/10 გერმანელს მოედნის დატოვება სამწუხაროდ ერთი საათის შემდეგ, ტრავმის გამო მოუწია, მან ეს სამოცი წუთი მაღალ დონეზე ჩაატარა და ნამდვილად შეძლო, ალაბასთაბ ერთად “პენსიონერების” შეტევის შეჩერება.

დავიდ ალაბა: 8/10 ავსტრიელმა ვარსკვლავმა, კვალვ დაანახა სამყაროს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის “ბაიერნისთვის”. მისი სისწრაფით, ხედვით და ფიზიკური სიძლიერით მან კვლავ მაღალი დონის თამაში ჩაატარა, სადაც მან თითქმის უშეცდომოთ ითამაშა.

ალფონსო დეივისი: 9/10 19 წლის ამომავალი ვარსკვლავი კვლავ აგრძელებს, ჩვეულ რიტმში სამყაროს გაოცებას. კანადელმა ტალანტმა კიდევ ერთი მაღალი დონის თამაში ჩაატარა, სადაც მან კიდევ ერთხელ ყველა დაჯაბნა მისი სისწრაფითა და ტექნიკური შესაძლებლობებით. მისი ინსტინქტები კი არაამქვეყნიური გახლდათ.

ლეონ გორეცკა 8.5/10 ლეონ გორეცკა პანდემიის მიერ გამოწვეული პაუზის შემდეგ შეცვლილი თამაშობს. გერმანელი ბილო დროს საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს, რაც გუშინაც ვნახეთ. ის განაგებდა თამაშს, სისწრაფეს თვითონ აკონტროლებდა, აკეთებდა გამჭრელ გადაცემებს და აწამებდა მთლიან “ჩელსის” დაცვის ხაზს.

ივან პერიზიჩი: 7.5/10 ივან პერიზიჩი არც თუ ისე აქტიყრი გაცლდათ, მან თავისი საქმე სოლიდურად შეასრულა და ერთი გოლის გატანაც შეძლო.

ტომას მიულერი: 7/10 მართალია მიულერს არ ქონია განსაკუთრებული მომენტები, მაგრამ მანაც სოლიდური თამაში ჩაატარო, ყოველთვის მზად იყო ბურთის მისაღწბად და როცა მას ბურთი ჰქონდა, იღებდა სწორ გადაწყვეტილებებს და უმარტივებდა თანაგუნდელებს საგოლე მომენტების შექმნას.

სერჟ გნაბრი: 8/10 გერმანელისგან ნელ-ნელა უკვე ვეჩვევით უმაღლეს დონეზე თამაშს, მისი სისწრაფით, მისი ხედვით მან “რეკორდამაისტერს” ნამდვილად გაუმარტივა თამაშის მოგება.

რობერტ ლევანდოვსკი: 10/10 2 გოლი, 2 საგოლე გადაცემა, მეტი რა უნდა ვთქვათ, რობერტ ლევანგოლსკი აგრძელებს ყველაზე კარგი ფეხბურთის თამაშს, რაც კი ჩვენ მისგან როდესმე გვიანხავს. ის იდავიდ არის ამ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

შეცვლები:

ნიკლას ზიულე: 7.5/10 ტრავმის მიერ გამოწვეული დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ, გერმანელი მოედანს პირველად დაუბრუნდა და იქ განაგრძო სადაც გაჩერდა. უშეცდომო თამაში, ლიდერი დაცვის ხაზისა, ახალგაზრდა გერმანელი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს ტრავმა არც კი ჰქონოდეს მიღებული.

ფილიპე კოუტინიო: 7.5/10 მან მხოლოდ 30 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს 30 წუთი ნამდვილად კარგად ჩაატარა. რამოდენიმე ლამაზი მომენტი, კარგი პასები, კარგი პოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ არაფერი ისეთი რასაც ფანები მისგან სეზონის დასაწყისიდანვე მოელოდნენ.

კორენტინ ტოლისო & ალვარო ორდიოცოლა: 7/10 ორივე გვიან შემოვიდა, არც ერთი მათგანი არ იყო გამორჩეული, მაგრამ ფრანგმა გოლის გატანა, ესპანელმა კი საგოლე გადაცემის გაკეთება მაინც მოახერხეს. საბოლოოდ ორივეს სტაბილური თამაში გამოუვიდა






9-08-2020, 19:51
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0