...

რონალდუმ და რამოსმა ლევანდოვსკის რეალში გადასვლა თხოვეს

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა "AS" იტყობინება, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური თამაშები მადრიდის "რეალმა" რობერტ ლევანდოვსკის შესაბმელადაც გამოიყენა.

მიუნხენის "ბაიერნი" "სამეფო კლუბთან" ორი მატჩის ჯამში დაძაბულ და სკანდალურ ორთაბრძოლაში 3:6 დამარცხდა, კრიშტიანუ რონალდუმ და სერხიო რამოსმა კი პოლონელ ფორვარდს "ბლანკოსში" გადასვლა თხოვეს.

როგორც ესპანელი ჟურნალისტები იუწყებიან, პორტუგალიელმა შემტევმა და ესპანელმა მცველმა რობერტს უთხრეს, რომ "რეალი" კარიერის გასაგრძელებად საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რაც არც ლევანდოვსკიმ უარჰყო.

გარდა ამისა, მედიაში ისიც ვრცელდება, რომ "რეკორდმაისტერის" საუკეთესო ბომბარდირს მადრიდული კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესიც, შეხვდა და მათ ისაუბრეს.

"სამეფო კლუბი" პოლონელი თავდამსხმელით ჯერ კიდევ მისი დორტმუნდის "ბორუსიაში" ყოფნის დროს ინტერესდებოდა, ახლა კი ესპანელებს ლევანდოვსკის გადაბირება ძალიან გაუჭირდებათ, რადგან ლევის მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი.

რობერტ ლევანდოვსკი მიმდინარე სეზონში ფენომენალურად გამოიყურება - მის ანგარიშზე "ბაიერნის" მაისურით 46 მატჩი და 47 გატანილი გოლია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა