ფლიკმა ბარსელონასთან მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა

ფლიკმა ბარსელონასთან მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ბარსელონასთან" მატჩამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ყველა ფეხბურთელი, რომელიც აქ იმყოფება მზადაა სათამაშოდ. ბენჟამინ პავარმა ყველანაირი ტესტი ჩაიტარა და ის მალე შემოუერთდება გუნდს. ხვალ ჩვენს დახმარებას ვერ შეძლებს, თუმცა, თუ შემდგომ ეტაპებზე გავედით, არსებობს შანსი იმისა, რომ დაგვიბრუნდეს. კომანი მატჩისთვის სრულიად მზადაა."

"არ შეიძლება ლევანდოვსკისა და მესის შედარება. ლევი მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია, განსაკუთრებით კი პენალტის არეაში. რაც შეეხება მესის, ის წლების მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და არც კი ვიცი, დაიბადება თუ არა ვინმე მისი მსგავსი."

"ეს არ იქნება "ბაიერნი" მესის წინააღმდეგ, ჩვენ მთელს გუნდს ვეთამაშებით, რომელიც უმაღლესი დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, მესი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ხვალ, თუმცა, მინდორზე 11 ფეხბურთელი გამოდის."

"როდესაც ამ დონის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, მცირე იღბალიც კი გადამწყვეტია. თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი იღბალი თავად შევქმნათ. საკუთარი თავის რწმენა უნდა გვქონდეს და წარმატების მიღწევას შევძლებთ." - აცხადებს ფლიკი.


14-08-2020, 01:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0