...

ბაიერნი უოლქერისა და სანჩესის დამატებას ეცდება

მიუნხენური კლუბი ზაფხულისათვის კანდიდატების მოძებნას აგრძელებს და "ბაიერნის" რადარზე კიდევ ორი ახალი მოთამაშე მოხვდა.

ცნობილი გერმანული გამოცემა "Kicker" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერმა" თვალი "არსენალის" შემტევ ალექსის სანჩესსა და "ტოტენჰემის" მარჯვენა მცველ კაილ უოლქერს დაადგა.

გერმანული გრანდი ამ მოთამაშეების დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება. ჩილელი ნახევარმცველი შეტევას გააძლირებს, ინგლისელი მცველი კი ფილიპ ლამს შეცვლის.

ალექსისი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება (43 მატჩი, 24 გოლი და 18 ასისტი), მაგრამ "მეთოფეებთან" ამჟამინდელ კონტრაქტს, რომელიც სეზონის ბოლოს იწურება, არ ახანგრძლივებს.

უოლქერი კი პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია, რომელმაც ამ სეზონში სულ 35 შეხვედრა ჩაატარა და 6 საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა. მისი ხელშეკრულება "დეზებთან" 2018 წლამდეა გათვლილი.

ალექსის სანჩესი 28 წლისაა, უოლქერი კი - 26 წლის, ორივე მათგანი კარიერის პიკზეა, ამიტომ ორივე მშვენიერი დანამატი იქნებოდა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ალექსის სანჩესი კაილ უოლქერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
zigmund78
zigmund78 | 24 აპრილი 2017 22:24
აზარი უნდა იყიდონ აუცილებლად. ადვილი შესაძლებელია დუგლას კოშტაც მვიცეთ ხურდაში.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა