...

AS: თუ ზიდანი ტიტულს ვერ მოიგებს, მას ლიოვი შეცვლის

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, შესაძლოა 2017 წლის ზაფხულში "ბუნდესთიმი" დატოვოს და მადრიდის "რეალი" ჩაიბაროს.

ცნობილი ესპანური გამოცემა "AS" იტყობინება, რომ თუ ზინედინ ზიდანი მიმდინარე სეზონში "სამეფო კლუბს" ვერცერთ ტიტულს ვერ მოაგებინებს, მაშინ მას მსოფლიო ჩემპიონი ლიოვი შეცვლის.

მადრიდული კლუბი ესპანეთის სამეფო თასიდან უკვე გამოვარდა, სამაგიეროდ ესპანეთის ლა ლიგას ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია გასული, სადაც მადრიდის "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.

გასულ უქმეებზე "თეთრებმა" შინ დრამატული ელ კლასიკო 2:3 წააგეს და "ბარსას" ქულებით დაწევის საშუალება მისცეს, მაგრამ "რეალს" ერთი თამაში აქვს რეზერვში და მაინც ფავორიტია.

თუმცა უფრო საინტერესო ისაა, რომ "სამეფო კლუბის" უტიტულოდ დარჩენის შანსები უფრო მეტია, ვიდრე ლიოვის გერმანიის ნაკრებიდან წამოსვლის. მან 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კონტარქტი 2020 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

იოახიმს მთელი თავისი სამწვრთნელო კარიერა "ბუნდესნაკრებში" აქვს გატარებული და საკლუბო დონეზე გადასვლა მისთვის სერიოზული გამოწვევა იქნება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრები
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
miuleri mmm
miuleri mmm | 25 აპრილი 2017 20:45
არა მგონია ეს რეალში წავიდეს ჭორია ეს ყველაფერი.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა