...

რობენი: "დიდი თამაშები მიყვარს"

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, "რეკორდმაისტერის" პრესსამსახურს საინტერესო ინტერვიუ მისცა.

33 წლის შემტევმა ჯერ გერმანიის თასზე ისაუბრა. გერმანული გრანდი ხვალ საღამოს შინ დორტმუნდის "ბორუსიას" მიიღებს და ტურნირის ფინალში გასვლას ეცდება.

"დიდი, მნიშვნელოვანი თამაშები მიყვარს, რადგან სწორედ ამის გამო იბრძვი მთელი კარიერა. ასეთ მატჩებს ყოველთვის სულმოუთმენლად ველოდები ხოლმე", - დაიწყო არიენმა.

მადრიდში ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნაზე: "ეს დიდი იმედგაცრუება იყო. საკუთარ თავს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ, რადგან მადრიდში ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო და ძალიან კარგად ვითამაშეთ. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ გზაზე გადაგვეღობა."

გერმანიის თასის თამაშზე "დ.ბორუსიასთან": "წინ სასტიკი მატჩი გველის. დარწმუნებული ვარ, თუ საუკეთესო გუნდი გვეყოლება და საუკეთესოდ ვითამაშებთ, მათი დამარცხება კვლავ შეგვეძლება. მჯერა, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და არაფერს დავთმობთ, რადგან ყველაფერს მხოლოდ ერთი თამაში გადაწყვეტს."

მისი, როგორც პროფესიონალის, მიდგომა: "როდესაც ვთამაშობ, ვვარჯიშობ, ყოველთვის 100%-თ ვიხარჯები. ეს ჩემი ხასიათია. ტალანტი დიდებული საჩუქარია, მაგრამ სწორი მენტალიტეტიც გჭირდება. მტკიცედ მწამს, რომ ამდენ წარმატებას სწორედ იმის წყალობით მივაღწიე, რომ საკუთარ თავს არ ვზოგავდი. ყოველთვის განვითარებასა და საუკეთესოდ ასპარეზობას ვცდილობ."

ფილიპ ლამის მოახლოვებულ კარიერის დასრულებაზე: "მის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. სიმართლე გითხრათ, ამის გამო ვწუხვარ, რადგან ლამთან ერთად 8 წელი მაქვს ნათამაშები და მასთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს. ვწუხვარ, რომ ის კარიერას ასრულებს. ლამი მომენატრება."скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
miuleri mmm
miuleri mmm | 25 აპრილი 2017 20:44
რობენ შენ დაუბერებელო მგელოო.
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა