...

პრევიუ: ბაიერნი - დორტმუნდის ბორუსია

დღეს საღამოს მიუნხენური კლუბი საკუთარ მოედანზე დორტმუნდის "ბორუსიას" მიიღებს და ეცდება, რომ გერმანიის თასის ფინალში გავიდეს.

სეზონი დასასრულს უახლოვდება და კარლო ანჩელოტის მთავარი მიზანი გერმანიაში დუბლის შენარჩუნება იქნება. "რეკორდმაისტერი" საკუთარი ქომაგების თვალწინ მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ბაიერნი - დორტმუნდის ბორუსია

ჩემპიონატი: გერმანიის თასი, 1/2 ფინალი
თარიღი: 26 აპრილი, 22:45 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: მანუელ გრეფე
პირდაპირი ტრანსლიაცია: Матч ТВ
იხილეთ მატჩის პროგნოზი
აჭარაბეთის კოეფიციენტები: 1 - 1.62; X - 4.20; 2 - 5.50

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


ჩემპიონთა ლიგიდან დასანანი გამოვარდნის შემდეგ მიუნხენურმა გრანდმა ბუნდესლიგის 30-ე ტურის ეგიდით შინ "მაინცი" მიიღო და მხოლოდ ფრეს (2:2) დასჯერდა. კარლო ანჩელოტის გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად უკვე ზედიზედ მეოთხე თამაში ვერ მოიგო, მაგრამ ეს კრიზისის ნიშანი სულაც არ არის, უბრალოდ გუნდი ცოტათი გადაიღალა, როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად. გასულ უქმეებზე მიუნხენელები ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერთან საკუთარ კედლებში ორჯერ მარცხდებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ტიაგო ალკანტარას ჩინებული გოლით მარცხს გადაურჩნენ და ახლა გერმანიის თასის ნახევარფინალში პრინციპული მეტოქის დამარცხებას ეცდებიან. ეს "ბაიერნისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია სეზონის დარჩენილ ნაწილში. გასულ სეზონში პეპ გვარდიოლა დუბლით წავიდა და ახლა ანჩელოტი ეცდება, რომ ჰეთ-თრიქით დაიწყოს, რადგან სუპერთასი უკვე მოპოვებული აქვს, ვერცხლის სინი კი მხოლოდ დროის საკითხია. გერმანიის თასის ბედი კი დღეს საღამოს გადაწყდება. თუ "ბაიერნი" "ყვითლებს" დაამარცხებს, ფინალში გავა და იქ ტიტულისათვის იბრძოლებს. "მაინცის" წინააღმდეგ პატარ-პატარა პრობლემების გამო ჟერომ ბოატენგმა და ხავი მარტინესმე ვერ ითამაშეს, მაგრამ დღეისთვის უკვე ორივე მათგანი სრულ მზადყოფნაშია. სამაგიეროდ, "კარნავალელების" წინააღმდეგ დავიდ ალაბა ბარძაყის დაზიანება მიიღო, მინდორი დებიუტშივე დატოვა და შესაძლოა "დერ კლასიკო" გამოტოვოს. ასვტრიელის არყოფნაში "ბაიერნის" მარცხენა ფრთას ხუან ბერნატი გაამაგრებს, რომელიც ჩინებულ ფორმაში იმყოფება. ანჩელოტი აუცილებლად საუკეთესო თერთმეტეულს შეარჩევს, ამიტომ ძირითადში დასვენებული ფილიპ ლამი და ხაბი ალონსოც დაბრუნდებიან.



შუაკვირას "ბაიერნის" მსგავსად ჩემპიონთა ლიგას დორტმუნდის "ბორუსიაც" დაემშვიდობა, მაგრამ "ყვითლებს" პირველი მატჩი შინ 2:3 ჰქონდათ წაგებული და მონაკოშიც უშანსოდ დამარცხდნენ (1:3). გასულ უქმეებზე კი თომას ტუხელის გუნდმა ნამდვილი ბრძოლა გადაიტანა და ბორუსიული დერბი დრამატულ დაპირისპირებაში მოიგო. გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის დასრულებამდე 3 წუთით ადრე უნივერსალურმა პორტუგალიელმა, რაფაელ გერეირომ, გაიტანა და თავის გუნდს მთელი სამი ქულა მოუტანა. დორტმუნდელები ბუნდესლიგაში მაქსიმუმ მეორე ადგილზე გადავიდნენ, ამიტომ დღევანდელი მატჩი მათთვის სეზონის გადარჩენის ერთადერთი შესაძლებლობაა. "ბორუსია" საოცრად მოტივირებული და მონდომებული იქნება, თანაც ახლახანს მიუნხენში განადგურების გამო რევანშის სურვილიც ექნება, ამიტომ მატჩი "ბაიერნისთვის" ძალიან, ძალიან, ძალიან რთული უნდა იყოს. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ "ბორუსიას" დაცვაში საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს. მარკ ბარტრას არყოფნაში ყველაფერი თავდაყირა დადგა, როგორც ცენტრში, ისე ფლანგებზე. მატიას გინტერი აშკარად არ არის ფორმაში, გამოცდილი სვენ ბენდერი კი უბრალოდ არ თამაშობს თავის პოზიციაზე, თანაც მანამდე სერიოზული ტრავმის გამო ძალიან დიდი პერიოდი გაუცდა. გამოცდილი მარსელ შმელცერი კი უკვე ძალიან შორს არის იმ შმელცერისგან, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველად იყო მიჩნეული. ახლა მის პოზიციაზე გერეირო უფრო პროდუქტიული და ძლიერია. "ბორუსიამ" შაბათს კარგი განწყობა შეიქმნა, მაგრამ მიუნხენში ბარტრასა და გიოტცეს გარდა კიდევ შაჰინი და შურლე დააკლდება.

ეს ორივე გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი თამაში იქნება, ამიტომ 4:1 ნაკლებად მოსალოდნელია და "ბაიერნს" სრული კონცენტრაციით მოქმედება მართებს. სასწორზე პრესტიჟი და გერმანიის თასის ფინალია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი: ულრაიხი - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა/ბერნატი - ვიდალი, ალონსო - რობენი, ტიაგო, რიბერი - ლევანდოვსკი.

დ.ბორუსია: ბიურკი - დურმი, პიშჩეკი, სოკრატისი, სვენ ბენდერი, გერეირო - კასტრო, ვაიგლი - დემბელე, ობამეიანგი, როისი.

საინტერესო ფაქტები

  • მიუნხენური გრანდისა და დორტმუნდის "ბორუსიას" გზები გერმანიის თასზე ზედიზედ მეექვსედ გადაიკვეთა. წინა 5 მატჩიდან გუნდებმა თითო სუფთა გამარჯვება გაცვალეს, თითოჯერ პენალტების სერიაში იმარჯვეს და "ბაიერნმა" ერთხელაც დამატებითი დროით ისარგებლა.

  • "დერ კლასიკოების" ციკლი გერმანიის თასზე 2012 წელს დაიწყო, როდესაც ეს გუნდები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. იურგენ კლოპის "ბორუსიამ" იუპ ჰაინკესის "ბაიერნი" ბერლინში 5:2 გაანადგურა და მაშინ მანუ ნოიერის კარში 3 ბურთი რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა.

  • "რეკორდმაისტერმა" რევანსი მომდევნო სეზონში აიღო და "ბორუსია" მეოთხედფინალში საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი არიენ რობენმა ულამაზეს სტილში პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა. საბოლოოდ ტიტული ჰაინკესის "ბაიერნმა" მოიპოვა.

  • 2013/14 წლების სეზონში კი "დერ კლასიკო" კვლავ ფინალში გაიმართა. ძირითადი დრო უშეღავათო ორთაბრძოლაში უგოლოდ დასრულდა, დამატებით დროში კი "ბაიერნმა" არიენ რობენისა და თომას მიულერის გოლებით 2:0 იმარჯვა. ეს გვარდიოლას პირველი გერმანიის თასის ტიტული იყო.

  • მომდევნო კამპანიაში კი შური უკვე დორტმუნდელებმა იძიეს, რომელთაც "ბაიერნი" ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენში დაამარცხეს. ლევანდოვსკის გოლს ობამეიანგმა უპასუხა, საბოლოოდ კი საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც მიუნხენელებმა 4 პენალტი გააფუჭეს და 0:2 წააგეს. თუმცა ფინალში "ბორუსია" "ვოლფსბურგმა" 3:1 დაამარცხა.

  • გასულ სეზონში კი "ბაიერნი" და "ბორუსია" ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. 120 წუთიანი უგოლო ფრე და პენალტების სერიაში ამჯერად გვარდიოლას გუნდმა იმარჯვა - 4:3. ეს პეპის ბოლო მატჩი იყო "რეკორდმაისტერის" თავკაცის რანგში, გერმანიის თასი კი შესაბამისად - მისი ბოლო ტიტული.

  • ბოლო პერიოდში "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" ძალიან წარმატებით ეთამაშება. ბოლო 10 "დერ კლასიკოდან" ძირითად დროში "ბორუსიამ" მხოლოდ ორი მოიგო, "ბაიერნმა" კი 5 გამარჯვება მოიპოვა.

  • "ბაიერნს" ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია 2015 წლის მაისის შემდეგ არ ჰქონია, როდესაც პეპ გვარდიოლას გუნდმა მიჯრით 4 მატჩი წააგო.

  • 2004 წლიდან მოყოლებული "ბაიერნმა" გერმანიის თასზე საკუთარ კედლებში 27 მატჩი გამართა, საიდანაც მხოლოდ ერთი წააგო ძირითად დროში. ეს 2011 წელს, ნახევარფინალში მოხდა, როდესაც "შალკემ" რაულის გოლით 1:0 იმარჯვა და საბოლოოდ ტიტულიც მოიგო.

  • დორტმუნდის "ბორუსიას" კი გერმანიის თასის გასვლითი მატჩი 2013 წლის შემდეგ არ წაუგია. მაშინ "ყვითლები" სწორედ "ალიანს არენაზე" დამარცხდნენ.

  • კარლო ანჩელოტის შეუძლია, რომ "ბაიერნის" ისტორიაში მეორე მწვრთნელი გახდეს, რომელსაც შიდა ასპარეზზე უკვე პირველი სეზონის შემდეგ ყველაფერი (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი) მოგებული ექნება. ასეთი ჯერ მხოლოდ ფელიქს მაგათია, რომელმაც ერთგვარი ტრებლი 2004/05 წლების სეზონის ბოლოს შეკრა.



წინასამატჩო კომენტარები

კარლო ანჩელოტი: ​"თასი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ბერლინში წასვლა გვსურს, ამისათვის კი გამარჯვება გვჭირდება. დორტმუნდის "ბორუსია" ძალიან საშიში გუნდია.

"ბორუსია" ბოლოს 4:1 დავამარცხეთ, მაგრამ საკუთარ თავს იმის უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ამ შედეგმა დაგვაბრმავოს დღეს ნამდვილად რთული ბრძოლა გველოდება.

არანაირ რისკზე წასვლა არ გვსურს. თუ ალაბა 100%-თ არ იქნება მზად, ის არ ითამაშებს."

თომას ტუხელი: ​​​​"მიუნხენი ყველაზე დიდი დაბრკოლებაა. თუ "ბაიერნის" წინააღმდეგ მოედანზე ბოლომდე, 100%-თ არ დაიხარჯები, მაშინ ეს ბრწყინვალე თამაში უბრალოდ არ გიყვარს."​​​
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
გერმანიის თასი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა