...

ექსპერტი კარლო ანჩელოტის მუშაობას აფასებს

კარლო ანჩელოტიმ მიუნხენის "ბაიერნი" ამ ზაფხულს ჩაიბარა და უკვე ათი ოფიციალური მატჩის ჩატარება მოასწრო, საიდანაც რვა მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო.

რა თქმა უნდა, ჯერ რაიმე სერიოზული დასკვნების გამოტანა ნაადრევია, მაგრამ მიუნხენელმა ექსპერტმა, ალექსანდრ შმოლჰიოფერმა, იტალიელი სპეციალისტის მუშაობა დეტალურად შეაფასა და პარალელები მის წინა კლუბთან გაავლო.

"მთავარი კითხვა მთავარი მწვრთნელისთვის არის ასეთი: გუნდს ვარგებ ჩემს სისტემას და თუ ჩემს სისტემას ვარგებ გუნდს? პირველი კვირეების მიხედვით ჩანს, რომ ანჩელოტიმ პირველი ვარიანტი აირჩია. ტაქტიკური ანალიზების შედეგად აშკარაა, რომ მის თამაშში მიუნხენის "ბაიერნი" არ ჩანს და ჯერჯერობით ანჩელოტი მოთამაშეებს საკუთარ იდეოლოგიას აცნობს.

აშკარაა, რომ რონალდუ და ბეილი უფრო მეტად სასარგებლონი არიან შეტევაში ერთი-ერთზე თამაშის დროს, ვიდრე მიულერი და რიბერი. ტომასი არ არის დახვეწილი დრიბლიორი, მას უფრო ზონების გათავისუფლება და მომენტების გაგვირგვინება გამოსდის. 4-3-3 სისტემა "რეალში" ძალიან კარგად მუშაობდა, რადგან მადრიდელებს შეტევაში სამი დიდებული შემსრულებელი: რონალდუ, ბეილი და ბენზემა ჰყავდათ.

პრობლემა კი იმაშია, რომ გერმანულ კლუბში განსხვავებული ვინგერები არიან. რიბერის ტემპში ცენტრისკენ შეღწევა და იქიდან გამწვავება ნაკლებად გამოსდის. ეს "ატლეტიკოსთან" თამაშში კარგად გამოჩნდა.

პეპ გვარდიოლა ძალიან რთული გასაშიფრი იყო, რადგან ძალიან მოხერხებული და მრავალფეროვანი სისტემა ჰქონდა, რომელსაც დაცვითი გუნდების წინააღმდეგაც კარგად იყენებდა. მეტოქეებმა იცოდნენ, რომ "ბაიერნს" სხვადასხვა საინტერესო ვარიანტი ჰქონდა შეტევაში და ეს კრეატივი ხშირად გადამწყვეტიც იყო.

ახლა კი "ბაიერნის" შეტევების ვარიაცია შემცირდა. უფრო მეტი ყურადღება ექცევა დაცვას და შეტევაში გუნდს მოძრაობა, ცენტრის დახმარება, კრეატივი, იდეები აკლია. თუმცა, სათამაშო სტილი შეიცვალა და სისტემის სრულყოფილებისათვის გარკვეული დროა საჭირო.

გარდა ამისა, მეტოქეებს გოლის გატანის უფრო მეტი შანსი ეძლევათ. ეს კი უბრალოდ იმის ბრალია, რომ "ბაიერნი" ბურთის დაკარგვის დროს სისწრაფეებს ვერ კრეფს და ზონები თავისუფალი რჩება. გვარდიოლა ამ პრობლემას იდეალურად უმკლავდებოდა, ანჩელოტის კი ბევრი სამუშაო აქვს", - აი ასეთი დასკვნა გამოიტანა გამოცდილმა გერმანელმა ექსპერტმა.

წყარო: TZ-Onlineскачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Muller
Muller | 15 ოქტომბერი 2016 13:28
რას უმკლავდებოდა გვარდიოლას ბაიერნი რაო? ეს ექსპერტი ან გავრდიოლას დაკვეთით ბაზრობს ან ატლეტიკოსთან ბოლო ნახევარფინალი არ უნახვს
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა