...

ტიაგომ გაახანგრძლივა

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ, გერმანულ გრანდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა.

26 წლის ესპანელმა თავისი მოქმედი ხელშეკრულება ორი წლით გაახანგრძლივა და "რეკორდმაისტერის" ღირსებას 2021 წლის ზაფხულამდე დაიცავს.

"ტიაგო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და კრეატიული ნახევარმცველია. ჩვენ, როგორც კლუბი, მოხარული ვართ, რომ ასეთ დონის მოთამაშეს ხანგრძლივი პერიოდით შევინარჩუნებთ", - აცხადებს "ბაიერნის" გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე.

თავად ტიაგოც ბედნიერია, რომ მიუნხენურ გრანდთან ურთიერთობას აგრძელებს: "მე და ჩემი ოჯახი მიუნხენში თავს ისე ვგრძნობთ, როგორც სახლში. აქ ყველაფერი კარგად მიდის და მინდა, რომ სამომავლოდ "ბაიერნთან" ერთად ბევრი ტიტული მოვიგო."

ტიაგო ალკანტარა მიუნხენის "ბაიერნმა" 2013 წლის ზაფხულში კატალონიის "ბარსელონადან" 25 მილიონ ევროდ შეიძინა. ესპანელს თავიდან ტრავმები უშლიდა ხელს და პეპ გვარდიოლას დროს გუნდის წამყვან ფიგურად ვერაფრით ჩამოყალიბდა.

სამაგიეროდ, ტიაგო მიმდინარე სეზონში ბრწყინავს და გუნდის ერთ-ერთ ლიდერია. ალკანტარა უდავოდ კარიერის სეზონს ატარებს და "ბაიერნის" უმნიშვნელოვანესი ნაწილია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ტიაგო ალკანტარა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა