...

ბაიერნმა ვოლფსბურგი გაანადგურა

მძიმე პერიოდის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის 31-ე ტურში გაილაღა და სტუმრად "ვოლფსბურგი" უპრობლემოდ გაანადგურა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა თავიდანვე აქტიურად, მაღალი პრესინგით დაიწყო და გოლებიც წამოვიდა. ანგარიში მე-19 წუთზე დავიდ ალაბამ ლამაზი საჯარიმო დარტყმით გახსნა. ამას კი რობერტ ლევანდოვსკის დუბლი მოჰყვა, რომელმაც ჯერ მიულერის, შემდეგ კი კომანის პასები გამოიყენა.

პირველი ტაიმის კარგად ჩატარების შემდეგ "ბაიერნი" ცოტათი დამშვიდდა, მაგრამ მეორე ნახევარში არიენ რობენმა თავის ჩვეულ სტილში გაიგდო, მაგრამ ახლო კუთხეში დაარტყა - 0:4! ამას კიდევ ლუის გუსტავოს სკანდალური გაძევება და თომას მიულერის გოლი მოჰყვა. მატჩის მიწურულს კი თავი იოზუა კიმიხმაც გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მიუნხენურმა გრანდმა "ვოლფსბურგი" უბრალოდ არ შეიმჩნია და განწყობა ცოტათი გაიუმჯობესა.

ვოლფსბურგი 0:6 ბაიერნი

გოლები: 0:1 - ალაბა (19'), 0:2 - ლევანდოვსკი (36'), 0:3 - ლევანდოვსკი (45'), 0:4 - რობენი (66'), 0:5 - მიულერი (80'), 0:6 - კიმიხი (85').
გაფრთხილება: ლუის გუსტავო (19', 78').
გაძევება: ლუის გუსტავო (78').

ვოლფსბურგი: კასტეელსი - ბლაშიკოვსკი (ვიერინია 46'), კნოხე, რ.როდრიგესი (სეგუინი 67'), გერჰარდტი - ბაზური, ლუის გუსტავო - დიდავი (ნტეპი 79'), არნოლდი, ჰორნი - გომესი.

ბაიერნი: ულრაიხი - ლამი (რაფინია 71'), მარტინესი, ჰუმელსი (ბერნატი 68'), ალაბა - კიმიხი, ტიაგო (სანჩეში 75') - რობენი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა