...

ანჩელოტი: "ახლა აღნიშვნის დროა!"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი, ბუნდესლიგის მოგებით ძალიან, ძალიან კმაყოფილია.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტურში "რეკორდმაისტერმა" "ვოლფსბურგი" გასვლაზე 6:0 გაანადგურა და ვერცხლის სინი ოფიციალურად გაიფორმა.

მეორე ადგილზე მყოფი "ლაიფციგი" მიუნხენურ გრანდს 10 ქულით ჩამორჩა, დარჩენილ 3 ტურში კი ამ სხვაობის დაქაჩვა თეორიულადაც შეუძლებელია.

"ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონი ფანტასტიკური გამოცდილება იყო. გუნდმა ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა. მინდა, რომ ამ დიდებულ კლუბს მადლობა გადავუხადო.

ასეთ მოთამაშეებთან მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. ფანები კი უბრალოდ შეუდარებელნი არიან. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში იდეალურად გვიჭერდნენ მხარს.

ჩვენ ტიტულის მოგება დავიმსახურეთ, მიმზიდველ და სანახაობრივ ფეხბურთს ვთამაშობდით. ახლა კი აღნიშვნის დროა! ამის შემდეგ მომდევნო სეზონისთვის საუკეთესოდ მზადებას შევუდგებით", - აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
კარლო ანჩელოტი ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა