...

ჰუმელსი: "არ ვიცი როდის დავბრუნდები"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, 2016/17 წლების სეზონი შეაფასა და აგრეთვე, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც არც თუ ისე კარგია.

28 წლის გერმანელმა ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში, სტუმრად მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, ტრავმით ითამაშა და ეს გმირული საქციელი ძვირად დაუჯდა.

"ამ მომენტისათვის ნამდვილად არ ვიცი თუ როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს დღეებში. უნდა ვაღიარო, რომ ჩემი სხეული ძალიან დაიღალა. ტერფი იდეალურ მდგომარეობაშია, მაგრამ ბარძაყის არეში რამდენიმე სერიოზული დარტყმა მივიღე და ახლა კუნთის პრობლემები მაქვს.

ახლა გარისკვა და მოედანზე ტრავმით გასვლა ნამდვილად არ მიღირს. წინ ბევრი პროცედურა მელის, ამიტომაც ვერ გეტყვით თუ როდის დავუბრუნდები სრულფასოვან ვარჯიშებს.

პირადად მე ძალიან მინდა, რომ ამ სეზონში კიდევ ერთხელ მაინც ვითამაშო, რათა მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. მოტივაცია საერთოდ არ დამიკარგავს, კვლავ გამარჯვებაზე ვარ ორიენტირებული.

ამ ერთი წლით სრულიად კმაყოფილი ვარ. პერსონალურად ჩემთვის ძალიან კარგი ცვლილებები მოხდა. "ბაიერნის" მაისურით ხშირად ვთამაშობდი და გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გავხდი.

"ბაიერნისთვის" სეზონი ცოტათი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ მჯერა, გუნდი მომდევნო სეზონში მოუმატებს და ამ მწარე გამოცდილებას სათავისოდ გამოიყენებს. ჯერ კიდევ გვაქვს მოსამატებელი", - აცხადებს ჰუმელსი "ბაიერნის" პრესსამსახურთან საუბრისას.

ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი მიუნხენურ გრანდს რვაწლიანი პაუზის შემდეგ 2016 წლის ზაფხულში დაუბრუნდა და მიმდინარე კამპანია მართლაც ჩინებულად ჩაატარა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მატს ჰუმელსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა