...

შვაინშტაიგერი: "მინდა, რომ ნეიმარი ბაიერნში ვიხილო"

მიუნხენური კლუბის ლეგენდამ და ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა, რომელიც ახლა ამერიკული "ჩიკაგოს" ღირსებას იცავს, დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "ბაიერნის" მაისურით ხილვა სურს.

32 წლის გერმანელის რჩეული კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევი ნეიმარია, რომელიც მიმდინარე სეზონში მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურება.

"ძალიან რთულია იმის თქმა თუ რომელი ფეხბურთელის გადასვლა გამიხარდებოდა "ბაიერნში." პირადად მე მინდა, რომ ამ კლუბის მაისურით ნეიმარი ვიხილო, მაგრამ არ ვიცი ამას თავად ბრაზილიელი თუ მოისურვებს.

სინამდვილეში არამხოლოდ მისი საფეხბურთო ტალანტის, არამედ პირადი ღირსებების თაყვანისმცემელი ვარ. ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც მას ჩემი მაისურის მოპოვება მოუნდა.

"ბაიერნში" იყო დანტე, რომელიც ბრაზილიის ნაკრებში მასთან ერთად თამაშობდა და მეც საკუთარი თანაგუნდელის დახმარებით ნეიმარს საკუთარი მაისური გადავეცი. ყოველ ჯერზე, როდესაც ერთმანეთს მინდორზე ვხვდებოთი, ის უდიდეს პატივისცემას ამჟღავნებდა და მეც ანალოგიურად ვიქცეოდი.

აგრეთვე მახსოვს, რომ 2014 წელს, შვებულებაში ყოფნის დროს, ნეიმარს შემთხვევით შევხვდი. ჩვენ რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ. ეს მხიარული პერიოდი იყო. ის კარგი ბიჭია - ტიპიური ბრაზილიელი.

ნეიმარი ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია", - განაცხადა ბასტიან შვაინშტაიგერმა "Goal.com-თან" ინტერვიუში.

25 წლის ბრაზილიელი "ბარსელონას" 2013 წლის ზაფხულში ბრაზილიური "სანტოსიდან" შეუერთდა და მისთვის 2010-12 წლებში მიუნხენის "ბაიერნიც" იბრძოდა, მაგრამ საბოლოოდ, გერმანული გრანდის ბოსებმა ნეიმარის სანაცვლოდ კოლოსალური თანხის გადახდაზე უარი თქვეს.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბასტიან შვაინშტაიგერი ნეიმარი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა