ფლიკი ჩემპიონთა ლიგის მოგებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შევძლებთ

ფლიკი ჩემპიონთა ლიგის მოგებას მხოლოდ ერთ შემთხვევაში შევძლებთ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "პსჟსთან" დაპირისპირებამდე მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენი სათამაშო სტილი ყველასთვის ნათელია, მაღალი პრესინგი და მეტოქის შევიწროვება, თუმცა, ეს თავის მხრივ პრობლემებს ქმნის დაცვაში სივრცეების სახით. ვიცით, რომ "პსჟს" სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა, ამის გამო სტილის შეცვლას არ ვაპირებთ."

"მე ვესაუბრე ბოატენგს დღეს და მითხრა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს. იმ ტიპის მწვრთნელებს განვეკუთვნები, რომელიც წინასწარ არაფერს გეგმავს და ელოდება ბოლო ვარჯიშს, რის შემდეგაც დამხმარეებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას."

"ივანი, ფილიპი და კოუტინიო დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევენ. როგორც უკვე გითხარით, ბოლომდე არაფერი მაქვს გადაწყვეტილი."

"პსჟ ძლიერი გუნდია, რომელიც როგორც თავდასხმაში, ასევე დაცვაშიც ბრწყინვალედ გამოიყურება. პარიზელებმა ტიაგო სილვასა და მარკინიოსის დაცვით მხოლოდ 5 ბურთი გაუშვეს, რაც ძალიან კარგი შედეგია."

"რა თქმა უნდა, ყველანი მოუთმენლად ველოდებით მატჩს, რადგან ეს სეზონის დაგვირგვინება იქნება. ტიტულის მოგებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებთ, თუ ყველა 100%-ით დაიხარჯება." - აცხადებს ფლიკი.


23-08-2020, 02:55
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0