...

ბაიერნმა დარმშტადტი დაამარცხა

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 32-ე ტურში მიუნხენურმა გრანდმა აუტსაიდერი "დარმშტადტი" მიიღო და ხუან ბერნატის გოლით "ლილიები" მეორე ბუნდესლიგაში გადაგზავნა.

"ბაიერნმა" ტერიტორიული უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა, მომენტების შექმნა დაიწყო და მიზანსაც მიაღწია. "რეკორდმაისტერმა" მარცხენა ფრთაზე კარგი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც ხუან ბერნატის კარგი მოძრაობითა და ტექნიკური დაგვირგვინებით დასრულდა - 1:0. მასპინძლებს მეორე ბურთის გატანაც შეეძლოთ, მაგრამ საბოლოოდ პირველ ტაიმში მინიმალურ უპირატესობას დაკმაყოფილდნენ.

მეორე ტაიმში მიუნხენელებმა დომინირება გააგრძელეს, მაგრამ მომენტებს ვერ იყენებდნენ. რობერტ ლევანდოვსკის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ბუნდესლიგაში მორიგი გოლის გატანა ვერ მოახერხა. "დარმშტადტმა" კი საკუთარი კლანჭები გამოავლინა და თამაშის ბოლოს პენალტიც კი მოიპოვა.

კულმინაციური მომენტი ჰამიტ ალტინტოფის დარტყმა გამოდგა, რომელიც ვეტერანმა ტომ შტარკემ აიღო და "ბაიერნისთვის" ეს თამაში მოიგო. "რეკორდმაისტერის" მესამე გოლკიპერმა სამი გადამწყვეტი სეივი განახორციელა და ჩინებული თამაში ჩაატარა.

კარლო ანჩელოტის გუნდმა საკუთარ მოედანზე იმარჯვა, ტორსტენ ფრინგსის "დარმშტადტი" კი ბუნდესლიგიდან ოფიციალურად გავარდა.

ბაიერნი 1:0 დარმშტადტი

გოლი: 1:0 - ბერნატი (18').
გაფრთხილება: რაფინია (86') - სირიგუ (61').

ბაიერნი: შტარკე - რაფინია, ბოატენგი, ალაბა, ბერნატი - კიმიხი (ალონსო 67'), სანჩეში - კოშტა, მიულერი, რიბერი - ლევანდოვსკი.

დარმშტადტი: ეზერი - სირიგუ, ბანგაარდი, ზულუ, ჰოლანდი - კამავუაკა (როზენტალი 80'), ალტინტოფი - ჰელერი, გონდორფი, ვრანჩიჩი (სემი 66') - პლატე (შიპლოკი 59').скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა