კოვაჩი ძალიან გაბრაზებული ვარ

კოვაჩი ძალიან გაბრაზებული ვარ

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "ფრაიბურგთან" გუშინდელი შეხვედრა შეაფასა.

"ამ მატჩის შემდეგ საკუთარი თავი ორი რამის გამო უნდა დავადანაშაულოთ. პირველ ტაიმში ვერ ვითამაშეთ ისე, როგორც გვინდოდა, ხოლო მეორე ნახევარში უბრალოდ საკუთარი მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

1:1 პირველი ტაიმის შემდეგ - არც ისე ცუდი შედეგია. თუმცა საკუთარი შანსები აუცილებლად უნდა გამოიყენო. ამ თამაშს აუცილებლად მოვიგებდით, რომ არა ეს ორი ფაქტორი.

"ფრაიბურგის" დონის გუნდებთან ძალიან ბევრი ქულა დავკარგეთ. არა უბრალოდ იმედგაცრუებული, არამედ საკმაოდ გაბრაზებულიც ვარ.

ახლა მომდევნო მატჩი უნდა მოვიგოთ იმისათვის, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ", - განაცხადა კოვაჩმა.

"რეკორდმაისტერმა" გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში გასვლაზე "ფრაიბურგი" ვერ დაამარცხა (1:1) და დორტმუნდის "ბორუსია" ორი ქულით გაუშვა წინ.

მომდევნო ტურში "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე სწორედ "ბორუსიას" მიიღებს და პირველობის დასაბრუნებლად მოსაგები აქვს.


31-03-2019, 13:35
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0