გიგა ბოკერია ბავარია უბრალოდ არ მევასება

გიგა ბოკერია ბავარია უბრალოდ არ მევასება

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დასრულების შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგა ბოკერიამ სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტი გამოაქვეყნა.

"პარი სენ ჟერმენის გულშემატკივრობას რაც შეეხება.

პირველი - არგენტინის გულშემატკივარი ვარ. რადგან ეროვნული გუნდი არ გვყავდა, ბავშვობაში თბილისის დინამოს, არგენტინის ნაკრებს და მარადონას ვგულშემატკივრობდი. PSG-ში სამი არგენტინელია - დიმარია, იკარდი, პარედესი. დიმარია საუკეთესო ფორმაშია და გუშინდელ თამაშშიც ჩანდა. ის გოლიც რომ გაეტანა პირველ ტაიმში, მაგარი იქნებოდა.

მეორე - თუ არ ჩავთვლით მესის, რომელიც საერთოდ სხვა განზომილებაშია, დღეს ორი ფეხბურთელი თამაშობს პარი სენ ჟერმენში, რომელთა თამაშიც ჩემს ავტომატურ ინტერესს იწვევს - მბაპე და ნეიმარი.

მესამე ისაა, რომ ჩემი ახლო მეგობრის, რაფაელ გლუქსმანის გუნდია PSG და მას შემდეგ რაც ფული გაჩნდა ამ გუნდში და იმედი მიეცა, რამდენიმე ნიძლავი მოვუგე, რომ ჯერ არ იყვნენ მზად არათუ ლიგის მოგებისთვის, არამედ ფინალისთვისაც, მაგრამ თან ვამბობდი (2017 წელს) რომ რამდენიმე სეზონის შემდეგ მზად იქნებოდნენ და თითქმის გავარტყი.

ამას გარდა, ბავარია უბრალოდ არ მევასება - უძლიერესი ტრადიციის გუნდია, მაგრამ სულ მთავარი კონკურენტი იყო იმ გუნდების ვისაც ვგულშემატკივრობდი მესის და არგენტინელების გამო.

თანაც, ორი მეგობარი მყავს, რომელიც ბავარიის აუტანელი გულშემატკივარია, მაგათი არსებობა და საქციელიც განაპირობებს გერმანული გუნდის მიმართ ჩემს დამოკიდებულებას.

მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მიუხედავად იმისა, რომ პენალი იყო მბაპეზე, ჯამში დამსახურებულად მოიგეს ეს თამაშიც და ტურნირიც, ოღონდ კორონას პირობებში.

ამ თამაშის ყურებაში კიდევ ერთი საარჩევნო ამოცანა დაისახა - ინტერნეტის და საკაბელო ტელევიზიების პრობლემის გადაჭრა. თამაშს ფოთის, ჯერ კიდევ გაუხსნელ, შტაბში ვუყურე გულშემატკივრებთან ერთად - თავსხმა წვიმა იყო ფოთში და გაგვაწამა ინტერნეტმა." - წერს ქართველი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.


25-08-2020, 02:08
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0