...

ანჩელოტი: "რონალდუ საუკეთესო ფეხბურთელია, რომელთან ერთადაც მიმუშავია"

მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილმა მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თავის კარიერაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

57 წლის იტალიელს საკმაოდ მდიდარი და წარმატებული სამწვრთნელო კარიერა აქვს. ის "პარმაში", "მილანში", "ჩელსიში", "პსჟ-სა" და მადრიდის "რეალის" მუშაობდა მანამ, სანამ გასული წლის ზაფხულში "ბაიერნს" ჩაიბარებდა.

პაპა კარლოს ისეთ დიდ მოთამაშეებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც ჯანლუიჯი ბუფონი, ზინედინ ზიდანი, პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, ანდრეა პირლო, ანდრეი შევჩენკო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და სხვები იყვნენ, მაგრამ მისთვის ნომერ პირველი კრიშტიანუ რონალდუა.

"ორი აზრი არ არსებობს, რომ საუკეთესო მოთამაშე, რომელთან ერთადაც ოდესმე მიმუშავია, კრიშტიანუ რონალდუ იყო", - მოკლედ აღნიშნა ანჩელოტიმ.

კარლო "სამეფო კლუბში" 2013-15 წლებში მუშაობდა და პორტუგალიელ ვარსკვლავთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა