...

ანჩელოტი: "ბოატენგი და სანჩეში არსად არ წავლენ"

მიუნხენური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, "Goal.com-თან" ბოლო დროინდელ ჭორებზე ისაუბრა და "რეკორდმაისტერის" ქომაგები დაამშვიდა.

"ბაიერნმა" 2016 წლის ზაფხულში ლისაბონის "ბენფიკას" ტალანტი რენატუ სანჩეში დაიმატა, მაგრამ 19 წლის პორტუგალიელმა ძალიან ცოტა სათამაშო პრაქტიკა მიიღო, რითიც ცოტათი იმედგაცრუებული დარჩა.

გარდა ამისა, თავისი მდგომარეობით ჟერომ ბოატენგიც უკმაყოფილოა, რადგან ტრავმების გამო დიდი პერიოდი გაუცდა და ძირითადში ადგილი ხავი მარტინესმა წაართვა.

თუმცა 57 წლის იტალიელი აცხადებს, რომ არცერთი მათგანი "ბაიერნს" არ დატოვებს.

"ბოატენგს რთული სეზონი ჰქონდა, რადგან ხშირად იღებდა ტრავმებს. თუმცა მისი როლი გუნდში საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ის რჩება.

ჟერომსა და სხვა მოთამაშეებს უკვე ვესაუბრე. არცერთ მათგანთან არანაირი პრობლემა არ მაქვს.

რენატუ სანჩეში კი მიუნხენში მხოლოდ პირველ სეზონს ატარებს. ასეთი ახალგაზრდა მოთამაშისთვის კი ადაპტაციის გავლა მარტივი არ არის.

რა თქმა უნდა, ყველანი მისგან მეტს ველით, მაგრამ აუცილებელია მოთმინება. მომდევნო სეზონში მას უფრო მეტი დრო ექნება. სანჩეში რჩება", - განაცხადა ანჩელოტიმ.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა