...

ლევანდოვსკი: "ერთმა მომენტმა ყველაფერი შეცვალა"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, 2016/17 წლების სეზონის ბოლო მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი მიზანი კიდევ ერთი ბურთის გატანაა.

28 წლის პოლონელს ბუნდესლიგის მიმდინარე კამპანიაში 30 გოლი დაუგროვდა, რითიც გასული სეზონის მაჩვენებელი გაიმეორა და კიდევ ერთის გატანის შემთხვევაში პერსონალურ რეკორდს დაამყარებს.

გარდა ამისა, "ფრაიბურგთან" საშინაო მატჩი მისთვის მნიშვნელოვანია, როგორც ბომბარდირისათვის. რობერტი დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგს მხოლოდ ერთი გოლით უსწრებს.

"ქვემეხი ჩემს გონებაში ჯერ კიდევ არ არის. ახლა ჩემი მთავარი მიზანი 30-ზე მეტი ბურთის გატანაა.

თუ კიდევ ერთს გავიტან, ჩემს პერსონალურ რეკორდს გავაუმჯობესებ. სწორედ ამის მიღწევა მინდა. აგრეთვე, მშვენიერი იქნება თუ დღის ბოლოს დანარჩენებზე მეტი ბურთ მექნება გატანილი. თუმცა 30 ბურთიანი ზღვარის გადაბიჯება უფრო მნიშვნელოვანი იქნება.

ჩვენი მთავარი მოტივაცია ფილიპ ლამისა და ხაბი ალონსოს ღირსეულად გაცილება იქნება. კარგი მატჩი და ბევრი გოლი იდეალური იქნება.

ამ სეზონში ყველაფერი ფანტასტიკურად იყო "დ.ბორუსიასთან" მატჩამდე. ჯანმრთელი ვიყავი, ფორმაში ვიყავი, თავს კარგად ვგრძნობდი. თუმცა ერთმა მომენტმა ყველაფერი შეცვალა.

მხარი ყოველი მოძრაობის დროს მტკიოდა: სიარულისას, სირბილისას, ორთაბრძოლებისას. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე პერიოდი იყო. რომ არა ეს დაზიანება აპრილში უფრო ხშირად გავიტანდი.

ახლა კი სრულიად კონცენტრირებული და მომზადებული ვარ", - აღნიშნა ლევიმ.

პოლონელისათვის მიმდინარე სეზონი მართლაც საოცარი გამოვიდა. ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 46 შეხვედრაში მან 43 გოლი გაიტანა, მაგრამ "ბორუსიასთან" ბუნდესლიგის თამაშში ყველაზე უდროო დროს მიიღო ტრავმა, რომლის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი გამოტოვა, მეორე კი ტკივილების ფონზე ჩაატარა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
რობერტ ლევანდოვსკი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა