...

ბაიერნმა ახალი ფორმა წარადგინა

მიუნხენის "ბაიერნმა" დღეს საღამოს ახალი სათამაშო ფორმა ოფიციალურად წარადგინა, რომელსაც მოთამაშეები პირველად შაბათს მოირგებენ.

"რეკორდმაისტერის" ახალი საშინაო ფორმა "ოქროს წლების" გადმონაშთია და 70-იანი წლების მაისურს წააგავს, როდესაც მიუნხენურმა გრანდმა პირველ დიდ წარმატებებს მიაღწია.

2017/18 წლების სეზონიდან "ბაიერნი" კვლავ თეთრზოლებიანი წითელი მაისურით იასპარეზებს. ადიდასის ახალი პროდუქტი "ბაიერნის" 1973/74 წლების სეზონის საშინაო მაისურის პროტოტიპია.

"ბაიერნის" საშინაო და გასვლითი მაისურებით 1973/74 წლების სეზონში

"ბაიერნის" საშინაო მაისური ახალი სეზონისთვის

"ეს მაისური დიდებული ეპოქის დასაწყისის სიმბოლოა. "ბაიერნს" ჩემპიონთა თასი პირველად ჰქონდა მოგებული, როდესაც მსგავსი სტილის ფორმები შეიქმნა და მას შემდეგ გერმანიის ჩემპიონებიც გავხდით, 1974 წელს კი საერთაშორისო თასიც მოვიგეთ", - აღნიშნავს ლეგენდარული ული ჰიონესი, რომელიც "ბაიერნის" ღირსებას 1970-79 წლებში იცავდა.

"ბაიერნის" ახალ საშინაო ფორმას თეთრი ვიწრო ზოლები მხრებზეც მიჰყვება. შორტები და გეტრებიც წითელი ფერის იქნება.

"ფორმას კომფორტულად უნდა ირგებდე. ეს ერთგვარი ფარული კომუნიკაციაა კლუბთან და განსაკუთრებულ შეგრძნებას გგვრის.

ასეთი სტილის მაისურით გერდ მიულერმა, ფრანც ბეკენბაუერმა, ული ჰიონესმა ჩემპიონთა თასის სამი ტიტული მოიგეს. ეს ჩვენთვის დიდი მოტივაცია იქნება", - აცხადებს "ბაიერნის" შემტევი თომას მიულერი.

"ბაიერნის" ახალი ფორმის პრეზენტაცია ბუნდესლიგის ბოლო ტურში, "ფრაიბურგთან" საშინაო შეხვედრაში, შედგება და "რეკორდმაისტერი" ახალ სეზონს ახალი იმედებით დაიწყებს.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა