...

გრასიას მაესტრო!

2014 წლის ზაფხულში მიუნხენური კლუბი ტონი კროოსმა მტკივნეულად დატოვა და უეცრად, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, "ბაიერნს" ახალი ცენტრი დასჭირდა. სწორედ ამ დროს ხაბი ალონსომ ბასკეთიდან ბავარიისაკენ 3 დღის გზა გამოიარა, კონტრაქტი მალევე გააფორმა, პარასკევს ახალი თანაგუნდელები გაიცნო, სასტუმროში კომფორტულად მოეწყო და შაბათს, გელზენკირხენის "შალკესთან" გასვლით შეხვედრაში, "რეკორდმაისტერის" ახალი საყრდენი გახდა. "ყველაფერი ძალიან, ძალიან სწრაფად მოხდა", - ასე შეაფასა "მაესტრომ" მადრიდის "რეალიდან" უეცარი წამოსვლა და მიუნხენურ კლუბში ახალი კარიერული ეტაპის სტარტი. ახლა, სამი წლის შემდეგ, ალონსოსთან გამომშვიდობების დრო მოვიდა. ფილიპ ლამის მსგავსად, ლეგენდარული ესპანელი ცენტრიც კარიერას ასრულებს და ბუცებს სიმბოლურად ლურსმანზე ჰკიდებს...

"ის ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო შენაძენია, რომელიც ძალიან სწრაფად ვიპოვეთ. ხაბი ტაქტიკური საჩუქარი იყო, უმაღლესი ინტელექტით. ის ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური მოთამაშეა, რომელიც ოდესმე მინახავს. ამ ჯენტლმენის მიუნხენში სამი წლით ყოლა უდიდესი სიამოვნება იყო"
, - აღნიშნავს ლეგენდარული კარლ-ჰაინც რუმენიგე.

ხაბიერ ალონსო ოლანო 1981 წელს, 25 ნოემბერს, ბასკეთის პატარა ქალაქ ტოლოსაში დაიბადა. ისე, როგორც ყველა ბასკი, ისიც არანორმალური შრომისმოყვარეობით, საიმედოობითა და ლიბერალური აზროვნებით გამოირჩეოდა. "პირველივე დღიდან "ბაიერნში" თავი ძალიან კარგად ვიგრძენი. აქ გატარებული დროით ვამაყობ. მადრიდის "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ვიგრძენი, რომ იქ ჩემი სამუშაო დასრულდა. "ბაიერნმა" კი ახალი დიდი კლუბისა და დიდი ქვეყნის გაცნობის შესაძლებლობა მომცა", - სიხარულით აცხადებს ხაბი ალონსო.

ალონსომ სხვადასხვა კლუბის მაისურით არამხოლოდ უამრავი ტიტული, არამედ ქომაგების გულიც მოიგო. "ლივერპულის" მენეჯმენტის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მიუნხენს ალონსოსთან ინტერვიუს ჩამოსართმევად ეწვია, აღნიშნა: "ხაბი კლუბის ქომაგებს შორის ლივერპულში კვლავ გმირია. მას ყველა ძალიან აფასებს." რამდენიმე კვირის წინ კი, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის მსვლელობისას, "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილი 80 000 მაყურებელი ფეხზე წამოდგა და ხაბი მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილა. "ეს მომენტი ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება", - ასე შეაფასა ხაბიმ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული უკანასკნელი, 119-ე მატჩი.


ალონსომ ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა - მსოფლიო ჩემპიონატი, ორი ევროპის ჩემპიონატი, ორი ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა კლუბთან ერთად, სათასო ტიტულები ესპანეთში, ინგლისსა და გერმანიაში. საერთო ჯამში, "მაესტრომ" "რეალ სოსიედადში", "ეიბარში", "ლივერპულში", "რეალსა" და "ბაიერნში" გატარებული დროის განმავლობაში 18 ტიტული მოიგო, აქედან 5 მიუნხენური კლუბის რიგებში. აგრეთვე, ხაბიმ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მაისურით 114 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ეროვნული გუნდის ისტორიაში მე-6 ადგილს იკავებს.

თუმცა ალონსო პირველ რიგში საკუთარი სათამაშო სტილის გამო გამოირჩეოდა. ხაბის საოცარი პასის კულტურა გააჩნდა და შეეძლო, რომ ფეხის ერთი მარტივი, მოხდენილი მოძრაობით ფანტასტიკური გრძელი გადაცემა გაეკეთებინა. სწორედ ამიტომ შეარქვეს "მაესტროც". "ყოველთვის გუნდური მოთამაშე ვიყავი. ჩემს ირგვლივ მყოფი მოთამაშეებისათვის თამაშის შექმნა და მათი მომარაგება ჩემში იჯდა, ეს ჩემი საქმე იყო. ვცდილობდი, რომ შემტევების პოზიცია მაქსიმალურად ეფექტური ყოფილიყო. მე არა სანახაობისთვის, არამედ სტრატეგიისათვის ვიყავი გაჩენილი. მე უკანა ფონიდან რითმის მიცემა მიყვარს. ყურადღების ცენტრში ყოფნა საჩემო არაა", - აღწერს საკუთარ თავს როკ-მუსიკის მოყვარული ხაბი.


"ბაიერნში" გადმოსვლის შემდეგ ხაბი ალონსო ბუნდესლიგაში ბურთს ყველაზე მეტჯერ შეეხო - 7 890 კონტაქტი. დებიუტიდან მხოლოდ 4 კვირაში მან გერმანიის ჩემპიონატში ახალი რეკორდი დაამყარა. "კიოლნთან" გასვლით შეხვედრაში ხაბი ბურთს 216-ჯერ შეეხო, რაც დღემდე განუმეორებელი შედეგია. "ბაიერნის" მაისურით ალონსომ 6 971 პასი გააკეთა, რომელთა 90% ზუსტი გამოვიდა. მიმდინარე სეზონში 35 წლის ესპანელი საშუალოდ თამაშში 11.4 კილომეტრს ფარავდა. მხოლოდ იოზუა კიმიხმა (11.8 კმ) და თომას მიულერმა (11.5 კმ) ირბინეს უფრო მეტი ამ კამპანიაში.

შაბათს ხაბი ალონსო საფეხბურთო მოედანს უკანასკნელად გათელავს და "ბაიერნის" მაისურით 117-ე თამაშს ჩაატარებს. შესაძლოა, ხაბი მიუნხენურ კლუბს კარიერის უკანასკნელ წლებში შეუერთდა და თავისი საუკეთესო ფეხბურთი "ლივერპულსა" და მადრიდის "რეალში" დატოვა, მაგრამ ის წითელი მაისურით ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა, "ბაიერნისათვის" თავს არ იშურებდა და ამ სეზონში უბრალოდ თავის თავს გადაახტა. 35 წლის ხაბიმ მართლაც უნიკალური კამპანია ჩაატარა, რომელიც მისთვის ბოლო გამოდგა. მისი პასები, ბრძოლისუნარიანობა, ულამაზესი შორეული გოლები და ღირსეული ქცევები "ბაიერნის" გულშემატკივრებს არასოდეს დაავიწყდებათ! მადლობა ხაბი, გრასიას "მაესტრო"!

ხაბი ალონსოს კარიერა ციფრებში (უკანასკნელი მატჩის წინ!)

- მსოფლიო ჩემპიონატი (2010)

- გერმანიის თასი (2016)

- ესპანეთის ლა ლიგა (2010)

- ესპანეთის სუპერთასი (2012)

- ასოციაციის თასი (2006)

- ინგლისის სუპერთასი (2006)

- გერმანიის სუპერთასი (2016)

- ევროპის ჩემპიონატი (2008, 2012)

- ჩემპიონთა ლიგა (2005, 2014)

- კოპა დელ რეი (2011, 2014)

- ბუნდესლიგა (2015, 2016, 2017)

4 კლუბი: "რეალ სოსიედადი" (2000-04), "ეიბარი" (2001-03 იჯარით), "ლივერპული" (2004-09), "რეალი" (2009-2014), "ბაიერნი" (2014-17).

116 ოფიციალური მატჩი "ბაიერნის" მაისურით (9 გოლი)

688 ოფიციალური მატჩი ესპანეთში, ინგლისსა და გერმანიაში (43 გოლი)

წლის საუკეთესო ესპანელი მოთამაშე (2003)

ლა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი (2012)

ფიფას წლის სიმბოლური გუნდი (2011, 2012)

ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი (2012)

ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური გუნდი (2013/14)

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
ბლოგი ხაბი ალონსო
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა