...

პრევიუ: ბაიერნი Vs ფრაიბურგი

დღეს 20 მაისია და მიუნხენის "ბაიერნისათვის" სეზონი სრულდება. ბუნდესლიგაში უკანასკნელი ტურის მატჩები გაიმართება.

"რეკორდმაისტერი" საკუთარ მოედანზე "ფრაიბურგს" უმასპინძლებს, ფილიპ ლამსა, ტომ შტარკესა და ხაბი ალონსოს გააცილებს, სამაგიეროდ ახალი მაისურის პირველი ოფიციალური წარდგენა მოხდება, ხოლო შემდეგ კი დიდი ზეიმი - ჩემპიონობის აღნიშვნა.

ბაიერნი - ფრაიბურგი

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, XXXIV ტური
თარიღი: 20 მაისი, 17:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: იოხენ დრეესი
პირდაპირი ტრანსლიაცია: Setanta georgia

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა


გასულ უქმეებზე მიუნხენურმა კლუბმა ლაიფციგში არანორმალური თამაში ჩაატარა, რომელსაც 84-ე წუთისათვის 2:4 აგებდა, მაგრამ ბოლო წუთებზე "ბაიერნმა" საოცარი ქამბექი შეასრულა, 5:4 იმარჯვა და არიენ რობენმა შედევრალური გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. "რედ ბულ არენაზე" "რეკორდმაისტერის" დიდებული მებრძოლი ხასიათი გამოჩნდა, რომელიც არასოდეს იძინებს. მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნს" ეს მატჩი არაფერში სჭირდებოდა, მათ მაინც ბოლომდე იბრძოლეს და უნიკალური თამაში აჩვენეს. ახლა კი 2016/17 წლების სეზონის უკანასკნელი მატჩის დროა. ჩვენს ბიჭებს მოედანზე ამ კამპანიაში ბოლოჯერ ვიხილავთ, ხოლო ფილიპ ლამისთვის ეს კარიერის დასასრული იქნება. დღეს "ბაიერნის" ლეგენდარული მცველისა და კაპიტნის გამოსამშვიდობებელი თამაშია. კარიერას ლეგენდარული ხაბი ალონსოც ასრულებს და აგრეთვე ვეტერანი ტომ შტარკე, რომელიც ასევე ძირითად შემადგენლობაში იქნება, რადგან ნოიერი და ულრაიხი ტრავმირებულნი არიან. ეს სამი მოთამაშე აუცილებლად სასტარტოში იქნება, ლამი და ალონსო კი მოედანს აპლოდისმენტების ფონზე დატოვებენ. კარლო ანჩელოტის გუნდი რა თქმა უნდა სეზონის გამარჯვებით დასრულებას ეცდება, თანაც "რეკორდმაისტერი" საკუთარ მოედანზე ითამაშებს და თანაც ეს ფილიპ ლამის ბოლო მატჩია. გუნდმა სწორედ კაპიტნის გამო უნდა ითამაშოს და ეს გამარჯვება მას მიუძღვნას. მეკარეების გარდა სეზონის ბოლო მატჩს ხავი მარტინესიც გამოტოვებს. სავარაუდოდ "ბაიერნი" როტიაციას არ მიმართავს და სრულიად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.


"ფრაიბურგი" ბუნდესლიგაში ღირსეულად დაბრუნდა და შესანიშნავი კამპანია ჩაატარა. კრისტიან შტრაიხი, რომელიც ამ კლუბის სათავეში უკვე ძალიან დიდი ხანია იმყოფება (2011 წლიდან) შესანიშნავი სამუშაოს შესრულებას აგრძელებს. "არწივები" 48 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან, "კიოლნს" ორი, ხოლო ბრემენის "ვერდერს" ერთი ქულით უსწრებენ. შესაბამისად, "ფრაიბურგს" დღეს მშვიდად ყოფნისთვის მინიმუმ ქულა ესაჭიროება, მაგრამ ამის გაკეთება მიუნხენში, ფილიპ ლამის ბოლო თამაშში, უმძიმესი მისიაა. მიუხედავად ამისა, შტრაიხის საოცრად მებრძოლი გუნდი აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს, რათა "ბაიერნს" ზეიმი გაუფუჭოს. "არწივებს" გამორჩეული მოთამაშე არ ჰყავთ, მთლიანად გუნდია ძალიან კარგად შეკრული, შეთამაშებული და ორგანიზებული, რაც მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა. შტრაიხი ბოლო წლებში გერმანიაში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპეციალისტია, ამიტომ მის "ფრაიბურგთან" თამაში საინტერესო იქნება. გუნდს არანაირი საკადრო პრობლემა არ აქვს, ამიტომ სტუმრები ოპტიმალური თერთმეტეულით ჩამოდიან და "ბაიერნისთვის" ცხოვრების გართულებას შეეცდებიან.

მიუნხენური გრანდი რა თქმა უნდა ფავორიტია და არ დაუშვებს, რომ დღესასწაული წაგებით დაიწყოს. თუმცა "ფრაიბურგთან" ხუმრობა არ შეიძლება, ამიტომ ბიჭები არ უნდა მოეშვან, ლუდი არსად გაიქცევა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაიერნი: შტარკე - ლამი, ბოატენგი, ჰუმელსი, ალაბა - ალონსო, ვიდალი - რობენი, ტიაგო, რიბერი - ლევანდოვსკი.

ფრაიბურგი: შვოლოვი - იგნიოვსკი, გუილდე, კემპფი, გიუნტერი - ჰაბერერი, ჰიოფლერი, აბრაში, გრიფო - ფილიპი, ნიდერლეხნერი.

საინტერესო ფაქტები

  • თუ "ბაიერნი" დღეს შინ "ფრაიბურგს" დაამარცხებს, 82 ქულას დააგროვებს და ეს კლუბის ისტორიაში მეოთხე შედეგი იქნება (91 - 2012/13; 90 - 2012/13 და 88 - 2015/16).

  • "ფრაიბურგს" "ალიანს არენაზე" არასოდეს მოუგია - 2 ფრე და 14 მარცხი. "ბაიერნი" კი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე კვლავაც დაუმარცხებელია (12 მოგება, 4 ფრე).

  • თუ "ფრაიბურგი" ევროთასებზე მოხვდება ისტორია დაიწერება: ბუნდესლიგის ორივე ახალწვეული ("ლაიფციგი" მეორე ადგილზეა) ევროტურნირების საგზურს მოიპოვებს, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.

  • რობერტ ლევანდოვსკის ამ სეზონში უკვე 30 გოლი აქვს გატანილი და აღსანიშნავია, რომ ზედიზედ 5 სეზონია ბუნდესლიგის 34-ე ტურში გააქვს გოლი (საერთო ჯამში სეზონის ბოლო მატჩებში პოლონელს 7 ბურთი დაუგროვდა).

  • ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ერთ მატჩში 2 ან მეტი ბურთი 11-ჯერ გაიტანა და გერდ მიულერის რეკორდამდე (12 დუბლი ან მეტი) ერთი ასეთივე მიღწევა აშორებს.

  • "ბაიერნმა" ბუნდესლიგაში 90+ დროში სულ 9 გოლი გაიტანა (ორი გასულ უქმეებზე ლაიფციგში) და რომ არა ეს ბურთები "რეკორდმაისტერს" ახლა 8 ქულით ნაკლები, ხოლო "ლაიფციგს" 3 ქულით მეტი ექნებოდა. თუმცა ჩემპიონი მაინც "რეკორდმაისტერი" გახდებოდა.

მწვრთნელების წინასამატჩო კომენტარები

​​​​
კარლო ანჩელოტი: ​"ეს მნიშვნელოვანი დღე იქნება. ვამაყობ, რომ ლამისა და ალონსოს დონის მოთამაშეებს ვავარჯიშებდი, მაგრამ აგრეთვე ცოტათი მოწყენილი ვარ, რადგან ჩვენ ორ უდიდეს მოთამაშეს ვკარგავთ.

ეს ლამისათვის და ალონსოსთვის ბოლო მატჩია, ამიტომ ჩვენ მოგება გვინდა. ჩვენ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელიც კვლავ ევროპის ლიგის საგზურისათვის იბრძვის.

ლევანდოვსკის ფანტასტიკური სეზონი ჰქონდა და იმედი გვაქვს, რომ ის საუკეთესო ბომბარდირი გახდება."

კრისტიან შტრაიხი: ​"ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ დავამტკიცოთ თუ რატომ ვართ ამ პოზიციაზე."​​​​​​скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

თუ გსურთ, ყოველდღიურად მიიღოთ მაღალი ალბათობის სპორტული პროგნოზები, გამოიწერეთ ჩვენი სერვისი.

ასევე იხილეთ თემაზე:
პრევიუ ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
Guest mia san mia
Guest mia san mia | 20 მაი 2017 12:56
Admin komentarebs saertod ar kitxulob?pasuxis gacemas ra udgas,ertguli mkitxveli pasuxis girsad mainc chatvalet,dzalian sawyenia unamused disappointed
EFFE-BAYERN
EFFE-BAYERN | 20 მაი 2017 15:06
ჩათები რაღაა?
Guest mia san mia
Guest mia san mia | 20 მაი 2017 20:16
N
Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/bayern/public_html/language/Georgian/website.lng:1) in /home/bayern/public_html/engine/modules/functions.php on line 2164

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/bayern/public_html/language/Georgian/website.lng:1) in /home/bayern/public_html/engine/modules/functions.php on line 2164

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/bayern/public_html/language/Georgian/website.lng:1) in /home/bayern/public_html/engine/modules/functions.php on line 2164
ციტატა: EFFE-BAYERN
ჩათები რაღაა?

Nu gamagijet xalxo chatebi ar icit ra ari? stuck_out_tongue_winking_eye meore saitze romaa eg ari anu onlyne sasaubro temaa mesijis sistemit mimowera blush
EFFE-BAYERN
EFFE-BAYERN | 20 მაი 2017 20:40
აა ჩატი? მეცარავთქვი ჩათერბი ერთად რო დაწერე რა არის მეთქი joy joy
მეორე საიტი არ ვიცი კიდე აქვს ბაიერნს რამე ფანკლუბის საიტი?
Guest mia san mia
Guest mia san mia | 20 მაი 2017 21:30
Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/bayern/public_html/language/Georgian/website.lng:1) in /home/bayern/public_html/engine/modules/functions.php on line 2164

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/bayern/public_html/language/Georgian/website.lng:1) in /home/bayern/public_html/engine/modules/functions.php on line 2164

Warning: Cannot modify header information - headers already sent by (output started at /home/bayern/public_html/language/Georgian/website.lng:1) in /home/bayern/public_html/engine/modules/functions.php on line 2164
ციტატა: EFFE-BAYERN
აა ჩატი? მეცარავთქვი ჩათერბი ერთად რო დაწერე რა არის მეთქი joy joy
მეორე საიტი არ ვიცი კიდე აქვს ბაიერნს რამე ფანკლუბის საიტი?

Xo gaige bolo rac aris,telefonit vwer da sashinelebas,ra sityvebshi momzdev smirk es shevtavaze saitis admins,me mgoni kargi iqneboda,mara is mgoni komentarebs saertod ar kitxulobs,ra vici kargi iqneba ufro meti daaxlovebisatvis fanebs shoris da saitic ufro gamococxldeboda,ra vi aba tu gaaketebs kargia tu ara da iqneba ise rogoric aris sleeping sleeping
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა