...

ბაიერნმა ფრაიბურგი გაანადგურა

2016/17 წლების სეზონის უკანასკნელ თამაშში მიუნხენის "ბაიერნმა" შინ "ფრაიბურგი" მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა - 4:1.

"რეკორდმაისტერმა" თავიდანვე აქტიურად დაიწყო და არიენ რობენმა ანგარიში მეოთხე წუთზევე გახსნა. ჰოლანდიელმა თავის სტილში შეიწია ცენტრში და შორეულ დაბალ კუთხეში ჩაახვია ლამაზად. ამის შემდეგ მასპინძლები მოდუნდნენ და პირველი ტაიმი ასე ჩაამთავრეს.

მეორე ნახევარი მინი-კონცეტრის გამო 5 წუთით გვიან დაიწყო და შემდეგი გოლიც გვიან გავიდა. ტომ შტარკეს რამდენიმე კარგი სეივის შემდეგ არტურო ვიდალმა 73-ე წუთზე შორიდან მშვენიერი ბურთი გაიტანა. ამის შემდეგ "ალიანს არენამ" ჯერ ხაბი ალონსო, შემდეგ კი ფილიპ ლამი გააცილა. კაპიტანს თვალზე ცრემლიც მოადგა, მან კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა.

ალონსოსა და ლამის გაცილებამდე ერთი ბურთი "ბაიერნის" ყოფილმა ფორვარდმა, ნილს პეტერსენმა, გაქვითა. მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი ჯერ ფრანკ რიბერიმ, შემდეგ კი იოზუა კიმიხმა გამოიჩინეს თავები - 4:1.

"ფრაიბურგი" ევროთასებზე ვეღარ მოხვდა, ხოლო რობერტ ლევანდოვსკიმ ბურთ ვერ გაიტანა და ბომბარდირობა პიერ-ემერიკ ობამეიანგს დაუთმო, რომელმაც დღეს დუბლი გაიფორმა და პოლონელს 1 გოლით გაასწრო.

ბაიერნი 4:1 ფრაიბურგი

გოლები: 1:0 - რობენი (4'), 2:0 - ვიდალი (73'), 2:1 - პეტერსენი (76'), 3:1 - რიბერი (90+1'), 4:1 - კიმიხი (90+4')
გაფრთხილება: ვიდალი (53').

ბაიერნი: შტარკე - ლამი (რაფინია 87'), ბოატენგი (კიმიხი 11'), ალაბა, ბერნატი - ალონსო (რიბერი 82'), ვიდალი - რობენი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.

ფრაიბურგი: შვოლოვი - იგნიოვსკი (ნილსენი 88'), გიულდე, კემპფი, გიუნტერი - ჰაბერერი (პეტერსენი 67'), ჰიოფლერი, ფრანტცი (შუსტერი 72'), გრიფო - ფილიპი, ნიდერლეხნერი.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა