...

ალონსო: "იყო მომენტები, როდესაც ტირილი მომინდა"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხაბი ალონსომ, რომელმაც გუშინ უკანასკნელი თამაში ჩაატარა და დიდ ფეხბურთს გამოეთხოვა, კარიერის ბოლო წუთებზე ისაუბრა.

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 34-ე ტურის მატჩში "ფრაიბურგის" წინააღმდეგ (4:1) ხაბიმ ძირითადში დაიწყო და 80-ე წუთზე აპლოდისმენტების ფონზე "ალიანს არენა" სამუდამოდ დატოვა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ კარიერის დასასრულით. ბევრ ემოციას განვიცდი - თამაშში იყო მომენტები, როდესაც უბრალოდ ტირილი მომინდა. შერეულ გრძნობებს განვიცდიდი - ნოსტალგიას, მელანქოლიასა და მწუხარებას, თუმცა ამავდროულად ბედნიერებას.

ვიცი, რომ თამაში მომენატრება, რადგან ეს ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ამ სიცარიელეს ამოვსება მარტივი არ იქნება. თუმცა ცხოვრება გრძელდება - ახალი გამოწვევები მელოდება.

"ბაიერნის" მომავალი კი წესრიგშია. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი ორმა დიდმა ფეხბურთელმა დატოვა, გუნდს პრობლემები არ უნდა შეექმნას.

იქ საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები და ახალგაზრდა ტალანტები დარჩნენ, რომელთაც შეუძლიათ ყველა ტიტულისათვის ბრძოლა მომდევნო სეზონში", - აღნიშნა 35 წლის ესპანელმა.

ხაბი ალონსომ მიუნხენურ გრანდში სამი წელი დაჰყო (2014-17), 79 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 ტიტული მოიგო, მათ შორის სამი ბუნდესლიგა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ხაბი ალონსო
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა