ჰიტცფელდმა კოვაჩის მუშაობა შეაფასა

ჰიტცფელდმა კოვაჩის მუშაობა შეაფასა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ოტმარ ჰიტცფელდმა, ნიკო კოვაჩის სამუშაო შეაფასა.

"პირველივე დღიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკო კოვაჩი მიუნხენის "ბაიერნში" ადაპტაციას გაივლიდა. ის დეტალებზე ორიენტირებული მწვრთნელი და დიდებული მოტივატორია.

ის ჩემს დროს გუნდის წევრი იყო და მაშინაც კი, როდესაც მოედანზე არ გადიოდა, ყოველთვის გუნდის გვერდით იყო და ბიჭებს მოტივაციას აძლევდა.

ტაქტიკურად მან ფრანკფურტში შესანიშნავი სამუშაო შეასრულა და შეგიძლიათ "ბაიერნთან" მოგებული გერმანიის თასის ფინალიც გაიხსენოთ.

ვფიქრობ, ნიკომ ბუდნესლიგაში რთული პერიოდი გადალახა და მოიპოვა კლუბის ბოსების ნდობა. გუნდს სტაბილურობა დაუბრუნდა და ნიკოს ყველაფერი წინ აქვს", - განაცხადა ჰიტცფელდმა.

47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა მიუნხენური გრანდი ზაფხულში ჩაიბარა და 2021 წლამდე გააფორმა კონტრაქტი.

"ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგიდან 1/8 ფინალში გამოვარდა, მაგრამ ბუნდესლიგაში საჩემპიონო რბოლას აგრძელებს, გერმანიის თასზე კი 1/2 ფინალში იმყოფება.


5-04-2019, 15:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0