...

ნაგელსმანმა ზიულესა და რუდის პერსპექტივებზე ისაუბრა

"ჰოფენჰაიმის" მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, საერთაშორისო გამოცემა "Goal.com-თან" საუბრისას მიუნხენის "ბაიერნში" ნიკოლას ზიულესა და სებასტიან რუდის პერსპექტივებზე ისაუბრა.

ზაფხულში "სოფლელებს" ეს ორი მოთამაშე, გუნდის ორი წამყვანი ფიგურა, დატოვებს და კარიერას გერმანული გრანდის რიგებში გააგრძელებს.

"რუდი "ჰოფენჰაიმში" ლიდერი გახდა, რაც მისი ფუნქციების შეცვლით იყო განპირობებული. საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მან უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნო და შემოქმედებით თამაშში უფრო მეტი წვლილი შეიტანა.

ზიულე კი დიდი ტალანტია, რომელიც კარიერაში მორიგ ნაბიჯს დამსახურებულად დგამს. თუმცა ნიკოლასმა იცის, რომ კიდევ ბევრი მუშაობა მოუწევს და თამაშის გარკვეულ ასპექტებში უნდა მოუმატოს. თუ მას "ბაიერნში" ათამაშება სურს, უფრო სრულყოფილი უნდა გახდეს", - აღნიშნა ახალგაზრდა გერმანელმა სპეციალისტმა.

ნიკოლას ზიულე 21 წლის ცენტრალური მცველია, რომელშიც "ბაიერნი" 20 მილიონ ევრომდე იხდის. ხოლო რუდი 27 წლის უნივერსალური მოთამაშეა, რომელიც "რეკორდმაისტერს" უფასოდ უერთდება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა