...

ნოიერი და რობენი ვარჯიშობენ

მიუნხენური გრანდის მოთამაშეების დიდი უმრავლესობა შვებულებაშია გასული, მაგრამ ეს მანუელ ნოიერსა და არიენ რობენს არ ეხებათ.

31 წლის გერმანელი გოლკიპერი "ბაიერნის" ბაზაზე სავარჯიშო დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს, რათა ტერფის დაზიანება მალე მოიშუშოს და ამავდროულად ფორმიდანაც არ ამოვარდეს.

მანუმ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ თამაშში, სტუმრად მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, ტერფი მოიტეხა და მას შემდეგ ამ სეზონში აღარც უთამაშია. ახლა კი ცდილობს, რომ მომდევნო სეზონისათვის მოსამზადებელ ეტაპს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

რაც შეეხება არიენ რობენს, ის ზაბენერ შტრასზე აქტიურად მუშაობდა, რათა ფორმა შეინარჩუნოს და ივნისის დასაწყისში ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უმნიშვნელოვანეს თამაშში დაეხმაროს.

5 ტურის შემდეგ ჰოლანდია 7 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, ბულგარეთს 2 ქულით, ხოლო შვედეთს 3 სამი ქულით ჩამორჩება. 9 ივნისს "ნარინჯისფრები" შინ ლუქსემბურგს მიიღებენ და აუცილებლად მოგება სჭირდებათ. მანამდე კი ჰოლანდია 31 მაისს მაროკოს, ხოლო 4 ივნისს კოტ'დიუვარს შეხვდება ამხანაგურად.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
მანუელ ნოიერი არიენ რობენი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა