...

მათეუსი გერმანული სპორტის Hall of Fame-ში შევიდა

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლოთარ მათეუსი გერმანული სპორტის ე.წ. "დიდებულ დარბაზში" იგივე "Hall of Fame-ში" მოხვდა.

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას ეს პატივი წილად პარასკევს ერგო, როდესაც ბერლინის დაჯილდოვებაზე "Hall of fame-ში" სიგრძეზე მხტომელ ჰეიკე დრეშლერთან, თხილამურებით მხტომელ სვენ ჰანავალდთან და მოთხილამურე ნორდიკ ზაიერთან ერთად შევიდა.

ამ ოთხმა გენიალურმა სპორტსმენმა გერმანული სპორტი "დიდების დარბაზი" გააფართოვა და ახლა ეს კლუბი 108 წევრს ითვლის, მათ შორის ლეგენდარულ ცენტრალურ ნახევარმცველს.

"მან ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. ვფიქრობ, ამ პატივის შემდეგ მას ყველა დროის საუკეთესო გერმანელი მოთამაშე შეგვიძლია ვუწოდოთ.

ლოთარი დიდებული კაპიტანი იყო. ის საკუთარი თანაგუნდელების პირად ცხოვრებაზეც კი ზრუნავდა", - აღნიშნა "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტმა და უბრალოდ ლეგენდარულმა ფრანც ბეკენბაუერმა.

ლოთარ მათეუსი საკლუბო კარიერის განმავლობაში მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" (1979-84), მიუნხენის "ბაიერნის" (1984-88 და 1992-2000), მილანის "ინტერისა" (1988-92) და "მეტროსტარის" (2000) ღირსებას იცავდა. მან "რეკორდმაისტერისა" და "ნერაძურის" რიგებში სულ 18 ტიტული მოიპოვა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი.

გერმანიის ეროვნულ ნაკრებში კი მათეუსმა 20 წელი (1980-2000) დაჰყო და 150 თამაში ჩაატარა, რაც აბსოლუტური რეკორდია. 1980 წელს მან ევროპის ჩემპიონატი მოიგო, 1982 და 86 წლებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, 1990 წელს კი მსოფლიო თასისა და ოქროს ბურთის მფლობელი. 1990 წლის ტრიუმფალურ მუნდიალზე ლოთარი კაპიტანი იყო, ხოლო მისი მწვრთნელი კაიზერ ფრანცი გახლდათ.

ლოთარ მათეუსს 5 მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები და მუნდიალზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით ისტორიაში პირველ ადგილზეა - 25 შეხვედრა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ლოთარ მათეუსი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა