...

ბაიერნის 2016/17 წლების სეზონი ციფრებში

2016/17 წლების სეზონი მიუნხენის "ბაიერნმა" მხოლოდ ერთი ტიტულის, გერმანიის ჩემპიონატის, მოგებით დაასრულა, მაგრამ უკვე გასულ კამპანიაში უამრავი რეკორდი დაამყარა.

"რეკორდმაისტერმა" საკუთარი ზედმეტსახელი კიდევ ერთხელ გაამართლა და მოდი ვნახოთ თუ როგორი გამოვიდა 2016/17 წლების კამპანია მიუნხენელებისათვის ციფრებში.

- პირველად უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში "ბაიერნმა" ბუნდესლიგა საშინაო მარცხის გარეშე დაასრულა. "რეკორდმაისტერმა" "ალიას არენაზე" 13 მატჩი მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 55 გოლი გაიტანა და მხოლოდ 9 გაუშვა. "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონატის ერთი სეზონი საშინაო მარცხის გარეშე ბოლოს 2007/08 წლებში, ოტმარ ჰიტცფელდის ხელმძღვანელობით, ჩაატარა (12 მოგება, 5 ფრე).

- ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონში "ბაიერნის" არცერთ მოთამაშეს არ მიუღია წითელი ბარათი. ბოლოს ასეთი რამ 10 წლის წინ, 2006/07 წლების კამპანიაში მოხდა.

- მიუნხენის "ბაიერნი" პირველი კლუბია, რომელმაც გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი ზედიზედ 5-ჯერ (2013-17) მოიგო და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. "რეკორდმაისტერის" დომინაციამდე საუკეთესო მაჩვენებელი ზედიზედ 3 ჩემპიონობა იყო.

- "ბაიერნმა" ბუნდესლიგის პირველი წრე პირველ ადგილზე ზედიზედ მე-6-დ დაასრულა, რაც ასევე რეკორდია. საერთო ჯამში "რეკორდმაისტერი" გერმანიის ზამთრის ჩემპიონი 21-ჯერ გახდა და მხოლოდ სამჯერ ვერ მოახერხა ვერცხლის სინის მოგება საბოლოო ჯამში.

11 - მიუნხენის "ბაიერნმა" ამ სეზონში მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ძალიან ბევრი ქულა მოიპოვა. მიუნხენელებმა 90+ დროში ამ სეზონში 11 გოლი გაიტანეს, რითიც ბუნდესლიგის ახალი რეკორდი დაამყარეს.

15 - "ბაიერნმა" ბუნდესლიგა ისე მოიგო, რომ მეორე ადგილოსანი "ლაიფციგი" 15 ქულით ჩამოიტოვა უკან. ამაზე დიდი სხვაობა ჩემპიონსა და ვიცე-ჩემპიონს შორის მხოლოდ 4 შემთხვევაში დაფიქსირდა და ყოველ ჯერზე ტიტული "ბაიერნმა" მოიგო.

52 - მას შემდეგ, რაც 2004/05 წლების სეზონიდან დეტალური სტატისტიკური მონაცემების დათვლა დაიწყო, ბუნდესლიგის არცერთ თამაშში არ დაფიქსირებულა 50 ან მეტი დარტყმა კარისკენ. თუმცა ამ სეზონის ბოლო ტურში, "ბაიერნისა" და "ფრაიბურგის" შეხვედრაში (4:1), გუნდებმა კარისკენ 52 დარტყმა განახორციელეს (33-19-ზე), რაც აბსოლუტური რეკორდია.

82 - "ბაიერნმა" ამ სეზონში მოპოვებული ქულებით ბუნდესლიგის ისტორიაში მეოთხე შედეგი დააფიქსირა. უფრო მეტი ქულა ასევე "რეკორდმაისტერმა" დააგროვა სხავადასხვა სეზონებში (91 - 2012/13; 90 - 2013/14; 88 - 2015/16).

89 - "რეკორდმაისტერმა" ამ სეზონში ყველაზე მეტი ბურთი გაიტანა. ეს 89 გოლი კი "ბაიერნის" 16 მოთამაშეზე ნაწილდება. მიუნხენელთა რიგებში ერთი სეზონის განმავლობაში მეტმა ფეხბურთელმა თავი მხოლოდ ორჯერ გამოიჩინა (1999/2000 და 2012/13 წლების სეზონებში - ორივეჯერ 17).

ინდივიდუალური რეკორდები

- კარლო ანჩელოტი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელმაც ევროპის ხუთივე წამყვანი ქვეყნის ეროვნულ ჩემპიონატში იმუშავა. 57 წლის იტალიელი გახდა ასევე პირველი სპეციალისტი, რომელმაც ამ 5 ქვეყნიდან 4-ში ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიგო. კარლომ "მილანს" სერია ა (2003/04), ლონდონის "ჩელსის" პრემიერ ლიგა (2009/10), ხოლო "პსჟ-ს" ლიგა 1 (2012/13) მოაგებინა.

5 - ფილიპ ლამმა კარიერა ბუნდესლიგის ზედიზედ მეხუთე ტიტულით ხელში დაასრულა. მან ვერცხლის სინი კაპიტნის რანგში მეხუთედ მოიგო, რითიც რეკორდი გაიმეორა. ასეთი მაჩვენებელი ისტორიაში მხოლოდ კლაუს აუგენტალერს აქვს, რომელიც თავის დროზე "რეკორდმაისტერს" კაპიტნობდა.

5 - ხავი მარტინესმა გერმანიის ეროვნული ჩემპიონატი ზედიზედ მეხუთედ მოიგო. ის არის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელი ბუნდესლიგის ისტორიაში - მან გერმანიაში 5 სეზონი ჩაატარა და ხუთივეჯერ ჩემპიონი გახდა.

6 და 7 - საკუთარი წარმატებული სერიები არტურო ვიდალმა და დუგლას კოშტამაც გააგრძელეს. 29 წლის ჩილელი საყრდენი უკვე 6 წელია ეროვნული ჩემპიონის ტიტულს იგებს (4 ტურინის "იუვენტუსთან" ერთად და 2 "ბაიერნის" რიგებში). ბრაზილიელი ვინგერი კი 2015 წელს "რეკორდმაისტერში" გადმოსვლამდე დონეცკის "შახტარის" შემადგენლობაში უკრაინიის ჩემპიონი ზედიზედ 5-ჯერ გახდა, რასაც ორი ბუნდესლიგის ტიტულიც მიაყოლა.

- 2007 წლიდან მოყოლებული ფრანკ რიბერი "ბაიერნში" ამ ნომრით თამაშობს და ამდენივე ბუნდესლიგის ტიტული მოიპოვა. ის გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ლეგიონერია.

- ფილიპ ლამმა კი ბუნდესლიგა მერვედ მოიგო, რითიც რეკორდსმენ ოლივერ კანს, ბასტიან შვაინშტაიგერსა და მეჰმეტ შოლს დაეწია.

10 - არიენ რობენი ეროვნული ჩემპიონატის მოგების ნამდვილი ოსტატია. მან ბუნდესლიგა "ბაიერნთან" ერთად მეექვსედ მოიგო, მანამდე კი "პსვ-ს" რიგებში ორი ჰოლანდიის ერედივიზიონი, "ჩელსიში" ინგლისის პრემიერ ლიგა და "რეალში" ლა ლიგა ჰქონდა მოგებული. 10 ტიტულით ის "რეკორდმაისტერის" რიგებში ყველაზე წარმატებულია.

11 - რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის ერთ მატჩში 2 ან მეტი გოლი 11-ჯერ გაიტანა, რაც ისტორიაში მეორე შედეგია. უკეთესი მაჩვენებელი 1971/72 წლების სეზონში ლეგენდარულ გერდ მიულერს ჰქონდა - 12.

20 - 20 წლის კინგსლი კომანმა 3 სხვადასხვა ქვეყანაში უკვე 5 ეროვნული ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა. 2013 და 2014 წლებში ის "პსჟ-ს" რიგებში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, 2015 წელს "იუვენტუსთან" ერთად სერია ა მოიგო, ხოლო ახლა ზედიზედ მეორედ მოიპოვა ბუნდესლიგის ტიტული.

21 - ფილიპ ლამმა "ბაიერნთან" ერთად ამდენი ტიტული მოიპოვა. "რეკორდმაისტერის" რიგებში უფრო წარმატებული მხოლოდ ოლივერ კანი გახლდათ - 23 ტიტული. 21 თასი კი ბასტიან შვაინშტაიგერმა და მეჰმეტ შოლმაც მოიგეს.

24 - დავიდ ალაბას ასეთ პატარა ასაკში უკვე 6 ბუნდესლიგის ტიტული აქვს მოგებული. გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში ასეთ ასაკში ამდენი ვერცხლის სინი არცერთ ფეხბურთელს არ ჰქონია მოგებული.

30 - რობერტ ლევანდოვსკიმ ამ სეზონში 30 გოლი გაიტანა და გერდ მიულერის შემდეგ პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც ბუნდესლიგის ზედიზედ ორ სეზონში მოახერხა 30 ან მეტი ბურთის გატანა. დიდმა გერდმა ეს 1968/69, 1969/70 და 1971/72, 1972/73 წლების სეზონებში მოახერხა.

50 - "ფრაიბურგთან" ბოლო ტურის მატჩში იოზუა კიმიხმა ბუნდესლიგაში თავისი 50-ე თამაში ჩაატარა. 22 წლის გერმანელი ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც თავისი პირველი 50 შეხვედრიდან მხოლოდ 1 წააგო (41 მოგება, 8 ფრე).

250 - ფილიპ ლამმა კარიერა ბუნდესლიგაში 250-ე გამარჯვებით დაასრულა. ის ამ მაჩვენებლით ისტორიაში მესამეა. მხოლოდ ოლივერ კანმა (310) და მანფრედ კალცმა (291) მოიგეს უფრო მეტი თამაში გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ბუნდესლიგა ბლოგი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა