დერ კლასიკერი ბრძოლა ბუნდესლიგის ტახტისთვის

დერ კლასიკერი ბრძოლა ბუნდესლიგის ტახტისთვის

გერმანიაში საჩემპიონო ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული და დღეს საღამოს მიუნხენში უმნიშვნელოვანესი, თითქმის ფინალის ტოლფასი, დაპირისპირება გაიმართება.

ბუნდესლიგის ლიდერი დორტმუნდის "ბორუსია" "ბაიერნს" ეწვევა და ეცდება, რომ პრაქტიკულად ყველაფერი დაასრულოს, მაგრამ მასპინძლებს თავისი მიზნები აქვთ და რევანში სწყურიათ.

მანამ, სანამ 14 აპრილს "სამეფო კარის თამაშების" მერვე სეზონი დაიწყება, გერმანიაში "ბაიერნი" და დორტმუნდის "ბორუსია" გაითამაშებენ ბუნდესლიგის ტახტს.

ბაიერნი - დორტმუნდის ბორუსია

ჩემპიონატი: გერმანიის ბუნდესლიგა, 28-ე ტური
თარიღი: 6 აპრილი, 20:30 საათი
სტადიონი: "ალიანს არენა", მიუნხენი
მთავარი მსაჯი: მანუელ გრეფე

გუნდების წინასამატჩო მდგომარეობა

მიუნხენური გრანდი სანაკრებო შესვენებაზე მშვენიერი სტატისტიკით გავიდა. "ბაიერნს" ბუნდესლიგაში ზედიზედ ექვსი თამაში ჰქონდა მოგებული და ბოლო სამ თამაშში 17 გოლი ჰქონდა გატანილი. თუმცა გასულ უქმეებზე მიუნხენელებმა სტუმრად "ფრაიბურგი" ვერ დაამარცხეს (1:1), დაკარგეს ორი ქულა და პირველობა - "რეკორდმაისტერი" კონკურეტს ორი ქულით ჩამორჩა, ამიტომ დღეს "ბაიერნს" უკან დასახევი გზა აღარ აქვს.

შუაკვირას მიუნხენურმა გრანდმა გერმანიის თასის 1/4 ფინალში, მოულოდნელად, ურთულესი ბრძოლა გადაიტანა. 10 კაციანმა "ბაიერნმა" მეორე ბუნდესლიგის კლუბი "ჰაიდენჰაიმი" არანორმალურ შეხვედრაში 5:4 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ახლა კი ნიკო კოვაჩის გუნდს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელოდება.

დორტმუნდელებმა სეზონის მეორე ნახევარი მძიმედ დაიწყეს და თებერვლიდან მოყოლებული წარუმატებელი სერია ჰქონდათ - ლუსიენ ფავრის გუნდმა ყველა ტურნირზე ერთად 8 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ორი ტურნირიდან გამოვარდა: გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან. თუმცა "ყვითლებმა" ეს მცირე კრიზისი გადალახეს და ბოლო სამი თამაში მოიგეს.

სანაკრებო პაუზამდე "ბორუსიამ" შინ "შტუტგარტი" (3:1) და გასვლაზე ბერლინის "ჰერტა" (3:2) დაამარცხა, ხოლო წინა ტურში სახლში პაკო ალკასერის დუბლით "ვოლფსბურგი" 2:0 დაამარცხა და "ბაიერნის" ფეხის დაცდენით ისარგებლა - დორტმუნდელები ორი ქულით წინ გავიდნენ და მიუნხენში გამარჯვების შემთხვევაში ტიტულისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ.

გუნდების საკადრო მდგომარეობა

მანუელ ნოიერმა საკუთარი გუნდის ბოლო ორი თამაში გამოტოვა, მაგრამ კაპიტანი უკვე ორი დღეა ვარჯიშებს დაუბრუნდა და ბოლო ინფორმაციით, დღეს საღამოს ძირითადში უნდა იყოს.

"ბაიერნს" კვლავ ვერ ეხმარებიან კორენტენ ტოლისო და არიენ რობენი, ალფონსო დეივისს კი მუხლის პრობლემები აქვს.

დორტმუნდის "ბორუსიას" გაცილებით სერიოზული დანაკლისი აქვს და მთავარი პრობლემა პაკო ალკასერის არყოფნაა - ესპანელს ხელის მოტეხილობა აქვს, ამიტომ ის რაფაელ გერეიროსთან, ჰაკიმისთან, ფილიპთან და პულიშიჩთან ერთად დორტმუნდში დარჩა.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ზიულე, ჰუმელსი, ალაბა - მარტინესი, ტიაგო - გნაბრი, ხამესი, კომანი - ლევანდოვსკი.

დორტმუნდის ბორუსია: ბიურკი - ვოლფი, აკანჯი, ზაგადუ, შმელცერი - ვიტსელი, დელაინი - სანჩო, როისი, ლარსენი - გიოტცე.

ფაქტები და სტატისტიკა:

ეს ბუნდესლიგის ისტორიაში საიუბილეო, მე-100 "დერ კლასიკერი" იქნება.

27 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში "ბაიერნზე" მაღლა რომელიმე გუნდი ბოლოს 2011/12 წლების სეზონში იმყოფებოდა - ეს დორტმუნდის "ბორუსია" იყო და საბოლოოდ "ყვითლებმა" იმ სეზონში ვერცხლის სინი მოიგეს კიდეც.

მიუნხენურმა კლუბმა "ბორუსიას" წინააღმდეგ ბოლო ოთხი თამაში წააგო, როდესაც სატურნირო ცხრილში დორტმუნდელების ქვევით იმყოფებოდა.

დორტმუნდის "ბორუსიამ" ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში თამაშის ბოლო 15 წუთში 21 გოლი გაიტანა, რაც საკლუბო რეკორდია.

რობერტ ლევანდოვსკის "დერ კლასიკერის" ისტორიაში სულ 13 გოლი აქვს გატანილი: 12 "ბაიერნის" მაისურით და ერთიც - დორტმუნდის "ბორუსიას". მასზე წინ მხოლოდ ლეგენდარული გერდ მიულერია - 14 გოლი.

"ბაიერნმა" ბუნდესლიგის ამ სეზონში უკვე გაუშვა იმდენი გოლი (28), რამდენიც მთელი გასული სეზონის განმავლობაში.

"ბაიერნმა" საკუთარ მოედანზე ბუნდესლიგაში ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო, მათ შორის ბოლო ორი ერთნაირი გამანადგურებელი ანგარიშით - 6:0.

ბუნდესლიგაში "ალიანს არენაზე" გამართული ბოლო ოთხი "დერ კლასიკერი" მასპინძლებმა მოიგეს, აქედან ბოლო სამი დიდი ანგარიშით - 6:0, 4:1, 5:1.


6-04-2019, 22:50
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0