...

რუდი: "ბაიერნს უნდა მოვერგო"

მიუნხენური გრანდის მომავალმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, სებასტიან რუდიმ, რომელიც ოფიციალურად მიუნხენელი 1 ივლისსს გახდება, "ბაიერნში" თავის მიზნებზე ისაუბრა.

27 წლის გერმანელი, რომელიც ჯერ კიდევ თეორიულად "ჰოფენჰაიმის" კაპიტანია, გუნდს 30 ივნისს დატოვებს და უკვე ახალი სეზონისათვის მზადებას "რეკორდმაისტერთან" ერთად დაიწყებს.

"მინდა, რომ მიუნხენურ კლუბში საკუთარი შესაძლებლობები დავამტკიცო და კარლო ანჩელოტის ნდობა მოვიპოვო. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა, რაც კარგად მესმის. მინდა ვნახო რამდენად შორს შემიძლია წასვლა. მხოლოდ მაქსიმუმის მიღწევა მსურს.

მე კარგი ბურთის ფლობა, კარგი მოედნის ხედვა, კარგი პასი მაქვს და თავს კომფორტულად ვგრძნობ, როდესაც სამოქმედოდ პატარა სივრცე მაქვს. გარდა ამისა, ყოველთვის ვცდილობ, რომ თვალები ზურგზეც მქონდეს, რათა მეტოქეები შევამჩნიო.

ვფიქრობ, იმ გუნდს, რომელიც ბურთს დიდი ხნის განმავლობაში იჭერს, კარგად უნდა მოვერგო. შესაძლოა ხალხის მოლოდინი დიდი სულაც არ იყოს, მაგრამ ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც გამოვიყენებ!

მე სათანადო კლასი და შესაძლებლობები მაქვს იმისათვის, რომ "ბაიერნში" ვითამაშო.

როდესაც ჩემი არჩევანი გავაკეთე, არ ვიცოდი, რომ ხაბი ალონსო კარიერას ასრულებდა. სულელი არ ვარ და ვიცი, რომ "ბაიერნში" ყოველთვის სერიოზული კონკურენციაა. თუმცა ისიც კარგად ვიცი თუ რა შემიძლია და რისი გადალახვა მომიწევს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ დამხვდება და კიდევ ვინ მოვა გუნდში", - აღნიშნავს საკმაოდ თავდაჯერებული სებასტიან რუდი.

"ბაიერნმა" "ჰოფენჰაიმიდან" რუდისა და ნიკოლას ზიულეს დუეტი გაიფორმა. სებასტიანი კლუბს უფასოდ შეუერთდება, რადგან მას კონტრაქტი ივნისის ბოლოს ეწურება.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
სებასტიან რუდი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა