...

ბოატენგი: "ეს ჩემი ყველაზე რთული სეზონი იყო ბაიერნში"

მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, მიუნხენურ პრესასთან აწგასულ სეზონზე ისაუბრა, რომელიც მისთვის საკმაოდ მძიმე გამოდგა.

ჟერომმა სეზონი დაზიანებით დაიწყო, შემდეგ კი შემოდგომაზე მორიგი სერიოზული ტრავმა მიიღო, ამიტომ კამპანიის დიდი ნაწილი გამოტოვა და ბუნდესლიგაში მხოლოდ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

"ეს სეზონი ჩემთვის მხოლოდ მშვენიერი და კარგი გამოვიდა, რადგან დიდი ხნის განმავლობაში სერიოზული ტრავმა მქონდა. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო, რადგან ყოველთვის 100%-თ არ ვიყავი მზად.

სავარაუდოდ, ეს ჩემი ყველაზე რთული სეზონი იყო მიუნხენურ გუნდში. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ საკმაოდ მაღალ დონეზე ვიყავი, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ტრავმა და ჩემი თამაშის დონეც დაეცა. სამწუხაროდ, ფეხბურთში ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება.

მხრის დაზიანებამ ფეხბურთიდან რამდენიმე თვით გამომთიშა, რაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ამის შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის თამაშებისთვის სწრაფად გამოჯანმრთელება მომიწია.

მადრიდის "რეალთან" მოედანზე გასვლით საკუთარი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ დავაყენე, მაგრამ ყოველთვის ასე ვიქცეოდი. მე საკუთარი კლუბის ღირსების დაცვა შემეძლო და საკუთარ თავს მოედნის მიღმა დარჩენის უფლება ვერ მივეცი.

ამ სეზონის შემდეგ უფრო ძლიერი დავბრუნდები. ესეც ცხოვრების ნაწილია და უნდა შევეგუო. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტუაცია გამოვასწორო და უკეთესი გავხდე.

ჩვენ რა თქმა უნდა მეტი ტიტულის მოპოვება გვინდოდა, მაგრამ ყოველ სეზონში 2 ან 3 ტურნირს ვერ მოიგებ. ზოგჯერ ეს უკეთესიც არის, რათა მოტივაცია თავიდან აღიდგინო და მომდევნო სეზონი უფრო აგრესიულად დაიწყო", - შეაფასა 2016/17 წლების სეზონში 28 წლის გერმანელმა.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ასევე იხილეთ თემაზე:
ჟერომ ბოატენგი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~"
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent1488bb5d07biggrindeu
    drinkse05a53f56fcde85da04e41c18eb4b398fan_deutschefcbfcbayernfcbflagge2germanyy
    lolthumbsantatooooralonso1alonso2lewymuller1
    muller2neuerribery1ribery2robben1robben2vidal1
კოდის განახლება

მატჩები


სატურნირო მდგომარეობა